პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ვირჯილ ვან დეიკი დასახელდა. ჰოლანდიელის გარდა აღნიშნული ჯილდოსთვის სერხიო აგუერო, ბერნარდუ სილვა, რაჰიმ სტერლინგი, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ედენ აზარი იბრძოდნენ.

საუკეთესოს ფეხბურთელის გამოვლენაში მონაწილეობა ფანებმა, უმაღლესი დივიზიონის 20-ვე კლუბის კაპიტანმა და საფეხბურთო ექსპერტებმა მიიღეს.

როგორც იცით, მიმდინარე სეზონში ვან დეიკმა ყველა ტურში მიიღო მონაწილეობა. მისი დახმარებით გუნდმა კარი 20-ჯერ შეინახა(შესაძლოა დღეს ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს).

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ვირჯილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ PFA-მაც(პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ) დაასახელა.