ვირჯილ ვან დეიკის თქმით კოლექტიური ძალისხმევა აუცილებლია იმისათვის, რათა ლიონელ მესის მოქმედების არეალი შეეზღუდოს.

თუ “წითლები” “ბარსელონას” ბარიერს გადალახავენ, ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში. ორივე გუნდმა ხმაურიანი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1/4 ფინალში, შესაბამისად საკმაოდ საინტერესო დაპირსპირებას უნდა ველოდოთ.

ვან დეიკი კლოპის განკარგულებაში იყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “დრაგაოზე” გამარჯვებაში, მაშინ როცა “კატალონიელებმა” მესის ხელმძღვანელობით უალტერნატივოდ დაამარცხეს “მანჩესტერი”.  არგენტინელმა ფეხბურთელმა “მანკების” კარი ორჯერ აიღო და 45 გოლი მოუგროვდა მხოლოდ 42 შეხვედრაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ვირჯილს და მის პარტნიორებს საკმაოდ მაშტაბური დაცვითი სამუშაოების ჩატარება მოუწევთ. როგორც ჰოლანდიელი ფეხბურთელი აცხადებს მოუთმენლად ელის “ბარსელონას” თილისმის პირისპირ წარდგენას.

“როგორ ვაპირებთ მის განეიტრალებას? არ ვიცი, ვნახოდ. შესანიშნავი მატჩის მოლოდინში ვართ. ეს არ იქნება ჩემი და მესის დაპირისპირება, საუბარი იმაზეა, რომ საქმე მთელმა გუნდმა ერთად უნდა გავაკეთოდ. “

“ძალიან რთული იქნება მისი შეჩერება, ვინაიდან მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ვნახოდ. მოხარულები ვართ, რომ ზედიზედ მეორედ 1/2 ფინალში ვიასპარეზებთ.” განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან.