საფეხბურთო ასოციაციის ვერსიით ვირჯილ ვან დეიკი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია.  ჰოლანდიელმა სხვადასხვა ინგლისური ლიგების წარმომადგენლებისგან ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში ვან დეიკმა “წითელი” მაისურით 45 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 28–ჯერ “ლივერპულმა” კარი მშრალად შეინახა, ხოლო ფეხბურთელმა განვლილ მატჩებში 5 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანს კონკურენციას სადიო მანე, აგუერო, სტერლინგი, სილვა და აზარი უწევდნენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონშიც აღნიშნული ჯილდო “ლივერპულის” ფეხბურთელმა დაიმსახურა, კერძოდ მომო სალაჰმა. საერთო ჯამში PFA-ს აღიარება ვირჯილის ჩათვლით “ლივერპულის” 8 ფეხბურთელს აქვს მოპოვებული.