“ლივერპულის” თავჯდომარემ ტომ ვერნერმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ფელიპე კოუტინო “ბარსელონაში” გადასასვლელად ემზადებოდა. 2018 წლის იანვარში ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიაში £105 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა კლუბზე ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოიახდინა.

ვერნერი მიიჩნევს, რომ “პატარა ილუზიონისტმა” “ლივერპულიდან” წასვლით უდიდესი შეცდომა დაუშვა:

ფელიპე კოუტინიოს ამბიდან მხოლოდ ერთ პატარა მონაკვეთს გავიხსენებ. მის შესახებ მხოლოდ კარგი რამ ვიცი. მან ლივერპული საკუთარი სურვილით დატოვა, რადგან ორი ესპანური გრანდიდან ერთ-ერთში გადასულიყო.

ჩვენ შევეცადეთ დაგვერწმუნებინა, რომ კლუბი საკმაოდ კარგ გზას ედგა, რომელიც სწორი მიმართულებით მიდიოდა, ჯერ კიდევ ძლიერდებოდა და მოკლე პერიოდში ჩემპიონთა ლიგის უდიდესი მატჩებიც ელოდა. ის ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად წავიდა. ჩემი აზრით, ის ახლა საკუთარ გადაწყვეტილებას ძალიან ნანობს”. – ციტირებს ვერნერის სიტყვებს Liverpool Echo.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი მოთამაშე “წითლებში” 5 წლის მანძილზე იყო, სადაც ჩატარებულ 201 მატჩში 54 გოლი გაიტანა.