იურგენ კლოპმა გადაწყვიტა, რომ ნათანიელ კლაინი მის გეგმებში არ შედის, რაც მაშინ გამოიხატა, როდესაც ჯო გომესის ტრავმის დროსაც ფეხბურთელი ბორმუთში გაანათხოვრა ნახევარი სეზონით.

ჯერ-ჯერობით ბორმუთისგან ფეხბურთელის გამოსყიდვის განსაკუთრებული ინტერესი არ ჩანს, რის გამოც ლივერპული უკვე განიხილავს პრემიერლიგის სხვა გუნდების წინადადებებს.

ერთ-ერთი ასეთი წინადადება ლონდონიდან წამოვიდა. “ჩაქუჩები” დაინტერესებული არიან კლაინის მათთან ხილვით და მზად არიან მის სანაცვლოდ £10მლნ. გადაიხადონ. კლაინი “ვესტ-ჰემს” პაბლო ზაბალეტას შემცვლელად უნდა, რომელიც 34 წლის გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ნათანიელ კლაინი ლივერპულს 2015 წელს შეუერთდა და ორი სეზონი გუნდის შეუცვლელი მცველი იყო. შემდეგ მის ტრავმებს ალექსანდრ-არნოლდის დაწინაურებაც დაემატა, რამაც ის სათადარიგო სკამზე გადასვა. შემდეგი სეზონიდან არნოლდის სათადარიგოდ შეგვიძლია განვიხილოთ ჯეიმს მილნერი, ჯო გომესი და უკვე ახალგაზრდა ჰუვერიც.