გვიან ღამით ვირჯილ ვან დეიკი PFA(პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ) ოფიციალურად დაასახელა წლის საუკეთესო მოთამაშედ.

აღნიშნული ჯილდოსთვის ჰოლანდიელი მცველის გარდა თანაგუნდელი სადიო მანე, რაჰიმ სტერლინგი, ბერნარდუ სილვა, სერხიო აგუერო და ედენ აზარიც იბრძოდნენ.

კლუბის ოფიციალური საიტი საინტერესო სტატისტიკას გთავაზობთ :

  • მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად, ვან დეიკმა მოედანზე 4 015 წუთი გაატარა, საუკეთესო შედეგი გუნდში(ალისონის გარდა);
  • ჰოლანდიელი ბურთს სულ 3 262-ჯერ შეეხო – უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ აზპილიკუეტასა და ჟორჟინიოს აქვთ;
  • პრემიერ ლიგაში ვირჯილმა მოედანზე 3 205 წუთი გაატარა – შესაძლო 3 240 წუთიდან.
  • მერსისაიდელთა “ოთხიანმა” ინგლისის უმაღლეს დივიზიონში სულ 2 847 პასი გააკეთა – უკეთესი შედეგი მხოლოდ ჟორჟინიოს აქვს.
  • ვან დეიკმა ყველა ტურნირზე სულ 240 შეტევა ჩაშალა. თანაგუნდელთა შორის მასთან ყველაზე ახლოს ჟოელ მატიპია(92). პრემიერ ლიგაში ეს მაჩვენებელი 193-ია.
  • ინგლისის ჩემპიონატში ჰოლანდიელმა 170 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო – 76.23%, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
  • “ლივერპულის” კარში მიმდინარე სეზონში მხოლოდ 88-ჯერ დაარტყეს. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ “სიტის” აქვს (79).
  • ყველა ტურნირზე ვან დეიკმა 34 მატჩი მოიგო. მასთან ერთად გუნდმა კარი მშრალად 23-ჯერ შეინახა.
  • პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში “ლივერპულმა” მხოლოდ 20 გოლი გაუშვა – საუკეთესო მაჩვენებელი(საშუალოდ 0.56 გოლი).
  • ვირჯილმა წელს გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა. ის მხოლოდ ერთხელ შეცვალეს.