“ლივერპულის” 27 წლის ჰოლანდიელმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა აღიარა, თუ რატომ აირჩია “ლივერპული”:

ლივერპულში იმიტომ გადმოვედი, რომ ამ დიდებულ კლუბში ტიტულები მოვიგო. ჩვენ გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიყავით და გვსურს, რომ ორივე ტურნირი მოვიგოთ. ჩვენ გვაქვს ამის შანსი, ასე რომ უნდა მოვინდომოთ და ეს გავაკეთოთ.

ყველაზე მნიშნველოვანია, რომ ამ ყველაფრით სიამოვნება მივიღოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ და დავრწმუნდეთ, რომ არაფრის გვეშინია. ვფიქრობ, რომ ამ გუნდში ჩემი გამოყოფა დიდი სისულელეა, რადგან არანაკლებს შრომობენ ტრენტი, რობო, დეიანი და გომესი.”

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დაიკი “ლივერპულმა” 2017 წლის ზამთარში 75 მილიონ ფუნტად გაიფორმა.