საფეხბურთო კლუბ “ლივერპულით” მთელი ქალაქი გუნდის წარმატებისთვის სუნთქავს – ესაა მთავარი მიზეზი, თუ რატომაც ვხედავთ ვირჯილ ვან დაიკის მერსისაიდის ნაპირებთან ახლოს. ჰოლანდიელი ფეხბურთელი “წითლებში” 2018 წლის იანვარში გადაბარგდა და მას შემდეგ ჩატარებულ სრულფასოვან სეზონში პრემირ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

“წითლების” მეოთხე ნომერი მზადაა უარი თქვას ყველანაირ პერსონალური ჯილდოზე, თუ იურგენ კლოპის მხარე 1-ელ ივნისს, მადრიდში ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვას შეძლებს. კლუბის ოფიციალურმა საიტმა მარბელიაზე ყოფნის ბოლო დღეს “დიდ ვირჯილზე” საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ვირჯილ, დარჩენილია ერთი მატჩი და ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. როგორ ჟღერს?

ძალიან სასიამოვნოდ ისმინება. ამ სეზონში ბევრს ვშრომობდით, სეზონი თითქმის დასრულებულია, მაგრამ აშკარაა, რომ წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს დარჩენილი და ვაპირებთ, ამისათვის ბოლომდე დავიხარჯოთ და მივხვდებით რას მოგვიტანს ეს ყოველივე.

კლუბის მაისურით ეს ფინალი თქვენთვის 50-ე შეხვედრა იქნება, პრემიერ ლიგაში კი ყველა შეხვედრა ითამაშეთ. იყო რამოდენიმე შანსი, როდესაც ახლოს იყავით მომდევნო მატჩში მონაწილეობა ვერ მიგეღოთ, მაგრამ ბოლო მომენტში თამაშს მაინც ახერხებდით. ყოფილხართ სასოწარკვეთილი იმის გამო, რომ შესაძლოზე მეტი რაოდენობის თამაში ჩაატარეთ?

ტვინი ყოველთვის ფიქრობს, რომ არ უნდა ითამაშო ტკივილებით. ცხადია, მქონია მომენტები, როცა კვირების განმავლობაში საკუთარ თავს ძალას ვატანდი. როცა უიქენდზე მატჩის მსვლელობისას უკვე სასტვენის ბოლო ხმა ისმოდა, შემდეგ ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ზუსტად ისაა, რის გამოც აქ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ირგვლივ ყველაფერი საუკეთესო ხდება: ვიკვებები კარგად, მაქვს დიდებული რეჟიმი, საუკეთესო აღდგენა.

“ლივერპულის” გარშემო უამრავი საერთაშორისო კაპიტანია და ახლა ლიდერთა სავსე გუნდია. თქვენ ყველა ერთმანეთს აგულიანებთ…

ვფიქრობ, ყველაზე მნიშნველოვანი რამ ერთმანეთთან საუბარია. თუ რაღაც სათქმელი გაქვს, აუცილებლად უნდა თქვა. ამ ჯგუფში განსაკუთრებული ფეხბურთელები არაინ, რაც ძალიან მაბედნიერებს. იმედია, ჩვენ ერთად დარჩენა მინიმუმ ოთხი ან ხუთი წლის განმავლობაში შეგვიძლია.

რა განცდა გაქვთ, როცა იცით, რომ კლუბის საშუალო ასაკი ახალგაზრდულია? თქვენ კარიერის საუკეთესო წლებში იმყოფებით.

ჰო, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს დიდი ჯგუფია. ის ხასიათი, რაც საკუთარ კლუბში გვაქვს ერთმანეთს შეეფერება და ძალიან კარგად გრძელდება. გუნდმა იცის, თუ როგორი უნდა იყოს ნებისმიერი ახალწვეული, რომელსაც ჩვენ მომავალში დავიმატებთ.

რეფლექსები ჩემპიონთა ლიგაზე, ეს მოგზაურობა აქამდე, ჯგუფური ეტაპი… თქვენ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდით საშინაო მატჩებში, მაგრამ გასვლითი ტურები არც თუ ისე კარგი გამოგდიოდათ. როდესაც საჭირო იყო შედეგი და გარკვეული დეფიციტების აღმოფხვრა, ჭეშმარიტი “ლივერპული” ამის შემდეგ მოდიოდა.

ჩვენ საკუთარ თავებს ყოველთვის რთულ დავალებებს ვაძლევთ. ჯგუფურ ეტაპზე გასვლითი თამაშები საშინელება იყო, განსაკუთრებით კი ნეაპოლში, მაგრამ ბელგრადშიც სეზონის ერთ-ერთი საცოდავი თამაში ვაჩვენეთ. “ენფილდზე” “ნაპოლისთან” ალისონის დახმარებით მოვიგეთ, მან დიდებული სეივი შემოგვთავაზა. ყველამ ვიცით, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჯერ “ბაიერნი” გყავდა, შემდეგ კი – “პორტუ”. ვფიქრობ, რომ საკუთარი საქმე შესანიშნავად შევასრულეთ. ფლეი-ოფების ეტაპზე ჩვენ ძალიან კარგები ვიყავით, დომინანტებდი, ვთამაშობდით ბრწყინვალედ და ფინალში გასვლაც დავიმსახურეთ.

ნახევარფინალში “ბარსელონასთან” ჩატარებული ორი მატჩი ერთმანეთისგან საოცრად განსხვავებულია. ორივე მათგანი განსაცვიფრებელია.

თამაშის შემდეგ საშინლად ვიყავი, რადგან ჩვენ 3-0 წავაგეთ. საკუთარ თავს მხოლოდ იმას ვეკითხებოდი, “ეს როგორ”? ვისხედით გასახდელ ოთახში და ვამბობდით, როგორ წავაგეთ 3-0? პირველი გოლის მომენტში შემეძლო უკეთესად მეთამაშა. მეორე გოლის დროს მათ ცოტა გაუმართლათ, ხოლო ჯარიმა კი შეუდარებელი აღმოჩნდა. ჩვენ გვქონდა შანსი, ვდომინირებდით და მეტოქეზე უდიდეს ზეწოლას ვახდენდით. აქედან გამოსავალი აუცილებლად უნდა გვეპოვა. ესპანეთში სწორი თამაშის შეგრძნება მეუფლებოდა და მჯეროდა, რომ სახლში მეტის გაკეთება შეგვეძლო. მთელი მატჩის განმავლობაში და იმ დროს, როდესაც სტადიონზე მივედით, ვგრძნობდი, რომ შესაძლებელი იყო განსაკუთრებული ღამე გამოსულიყო.

ცხადია, ვიცოდი, რომ მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავდათ და შესაძლოა ეს შანსი ნებისმიერ დროს გამოეყენებინათ. ეს საქმეს უფრო ართულებდა, მაგრამ ყველაფერი ბრწყინვალედ გამოვიდა. ორიგის სწრაფი გოლის შემდეგ, ხალხმა და განსაკუთრებით ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების კიდევ უფრო ვირწმუნეთ. ყველაფერი დაემატა ამ საღამოს.

დივოკი ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ჩვენ ვნახეთ, რომ თქვენ მის სიმღერას მღეროდით, მან საჭიროებისამებრ გაიტანა დაუჯერებელ თამაშებში.

ეს ფანტასტიური სიმღერაა, იყოს სამართლიანობა – მე მომწონს ის! რობოს ვთხოვე ემღერა, რადგან იქამდე სიტყვები არ ვიცოდი. Div is Div. ის მუხლჩაუხრელად მუშაობს, სწრაფია და აქვს თვისებები, რაც მცველებს დიდ პრობლემებს უჩენს. დიდებული ბიჭია. ორიგი ამ სეზონში უფრო კარგად გავიცანი, რადგან წინა წელს იჯარით იყო გაშვებული. მან ჰოლანდიური კარგად იცის, რაც საქმეს გვიადვილებს. ის დიდებული ბიჭია, ამავდროულად ძალიან კარგი ფეხბურთელიც, რომელიც ამ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.

ჟოელ მატიპი კიდევ ერთია, არა? ის საკუთარ შანსს დაელოდა და თქვენ ორნი ერთად საოცრად გამოიყურებოდით.

ჟოელი საწყის ეტაპზე ტრავმებს ებრძოდა. ის იგივე გზას ადგას, რომელსაც ჯო გომესი. გომესი დაუჯერებელი იყო, სანამ დაზიანებას მიიღებდა. მატიპმა ჩაანაცვლა ლოვრენი, რომელიც იქამდე ჩემთან ერთად თამაშობდა. მოხარული ვარ, რომ ჟოელი ამ დონეზეა. გზა, რომელსაც ის გადის, დაუჯერებელია. თუ “ბარსელონასთან” მეორე თამაშს უყურეთ, დაინახავდით, რომ მისი პერფორმანსი შეუდარებელი იყო. ის ყველას ეხმარება და ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთება ხანდახან მეც მიწევს ხოლმე.

მიჯრით მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალი. გასული წლის ფინალში სრულყოფილად მოხვდით?

გასული წლის ფინალის გზას გულახდილად გეტყვით, რომ არ ვუყურებ ხოლმე, გარდა გოლებისა. ეს იყო ძალიან გულდასაწყვეტი დღე, თუმცა უამრავი შეტყობინება მივიღეთ. ესენი არ იყო დაახლოებით ასეთი ტექსტის: “ყველაფრის უკეთსად გაკეთებაც შეგეძლოთ”, ყველაფერი იმ შინაარსის იყო, რასაც ჩვენ ვგრძნობდით. იმ ღამეს საკუთარ თავზე ბევრი რამ ავიღე. წელს კი ყველაფერი განსაკუთრებულია და ჩვენ, ყველანი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იგივე არ განმეორდეს. იმედია, ეს საკმარისი იქნება.

პრემიერ ლიგის საუკეთსო ფეხბურთელად დასახელდით. მენეჯერმა თქვა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეგეძლოთ თამაში. მაგრამ ეს სწორი არჩევანია თქვენთვის, არა? ახლა “ლივერპული” თქვენი კლუბია…

დიახ, ეს ნამდვილად ჩემი კლუბია და ვამაყობ, რომ ეს წითელი მაისური ყოველდღიურად მაცვია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ მოვედი – თუ როგორ ცხოვრობს ყველა ლივერპულის გარშემო, ცხოვრობს და კვდება კლუბისთვის, უნდა რომ ჩვენთვის ყველაფერი გააკეთოს და ნებისმიერ დროსა თუ მომენტში მზად არიან ყოველთვის გვერდში დაგვიდგნენ. ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილი საფეხბურთო კლუბი, რომლის გულშემატკივარიც ცხოვრობს და სუნთქავს კლუბის მსგავსად, “ლივერპულის” მსგავსად. ჩემ ცხოვრებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

შემდეგი “ტოტენჰემია”, ეს კი არ იქნება მორიგი პრემიერ ლიგური მატჩი. ელოდებით რომ განსხვავებული თამაში მოგიწევთ?

ჩვენ ვაპირებთ, რომ ვითამაშოთ საკუთარი თამაში, რასაც ნებისმიერ მატჩში ვაჩვენებთ. ეს ერთი შეხვედრაა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ გვირჩევნია ის ვაკეთეოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით და მეტოქეს სირთულეები გავუჩინოთ. ვნახეთ, თუ როგორ კარგად გამოიყურებოდნენ “დეზები” “ენფილდზე”. სწორედ ამიტომ, ვაპირებთ მოვემზადოთ ძალიან კარგად და ფაქტობრივად, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამას ვაკეთებთ კიდეც. ჩვენ ვემზადებით ნებმისმიერი შესაძლო ვარიანტისთვის.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე დარჩენილია 4 დღე.