როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისურმა “ლივერპულმა” ცენტრალური მცველის პოზიციაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი, სეფ ვან დენ ბერგი შეარჩია. “ზვოლეს” 17 წლის ჰოლანდიელმა აწ უკვე გასულ სეზონში კლუბის მაისურით საერთო ჯამში 20 მატჩი ჩაატარა.

სეფი ისეთი კლუბების ზედამხედველობის ქვეშ იყო, როგორებიც მიუნხენის “ბაიერნი” და ამსტერდამის “აიაქსი” არიან, თუმცა მისთვის ბრძოლა “ლივერპულმა” მოიგო. მცველი, რომელიც სიმაღლეში 189 სანტიმეტრია ინგლისში ხვალ ჩაფრინდება და მელვუდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

The Telegraph-ის ცნობით, “წითლები” “ზვოლეს” ვან დენ ბერგის სანაცვლოდ £1.79 მილიონ ფუნტს გადაუხდიან და “ლივერპულის” 23 წლამდელებს შეუერთებენ.

შეგახსენებთ, რომ კლუბის დატოვებასთან ახლოსაა დეიან ლოვრენი, რომელიც იტალიური “მილანის” დაკვირვების ქვეშ იმყოფება.