მარტის თვის საუკეთესო “ლივერპულელად” სადიო მანე დასახელდა. როგორც იცით, აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებულებს სქაუზერები კლუბის ოფიციალურ საიტზე ირჩევენ.

გასული თვე სადიოსთვის მართლაც გამორჩეული იყო – მანემ მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო. კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუკი განაცხადა, რომ ეს თვე მის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესოც კი იყო :

“ამ ჯილდოს მიღებით ძალიან ბედნიერი ვარ, გასული თვე ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რადგან თითქმის ყველაფერი მოვიგეთ და საქმეს თავი კარგად გავართვით. 

ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, ეს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთებაა. მოუთმენლად ველი ამ გუნდთან ერთად კიდევ უფრო მეტი მატჩის მოგებას.” – ციტირებს მანეს სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

აქვე გეტყვით, რომ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოები მიმდინარე სეზონში შემდეგნაირად გადანაწილდა :

აგვისტო – ვირჯილ ვან დეიკი

სექტემბერი – დანიელ სტარიჯი

ოქტომბერი – მოჰამედ სალაჰი

ნოემბერი – ალექსანდერ-არნოლდი

დეკემბერი – მოჰამედ სალაჰი

იანვარი – სადიო მანე

თებერვალი – ვირჯილ ვან დეიკი