“ლესტერთან” მატჩის დაახლოებით მეცამეტე წუთზე ნაბი კეიტამ ბურთი მარცხენა ფლანგიდან მიიღო და წინ დაიძრა. იმ მომენტისთვის “წითლებს” 4 ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდათ “სიტისთან”, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში სხვაობის 7 ქულამდე გაზრდა იყო შესაძლებელი. თავისი ადგილიდან გრემი რაღაცას ეუბნებოდა გვინეელს, თუმცა ამ უკანასკნელს ნაკლებად ესმოდან მისი.

“მიდი ნაბი, მიდი.” წამოიძახა გრემმა ძლიერი უელსური აქცენტით. კეიტამ ორი ფეხბურთელი მოატყუა შემდეგ შეფერხდა და ბურთი დაკარგა. “ეჰ ნაბი” მძიმედ ამოისუნთქა გრემმა.

გრემი კარდიფის მახლობლად დაიბადა და ყოველთვის “ლივერპულის” გულშემატკივარი იყო. მას ბავშვობის წლების გატარება 70–80იანებში მოუწია როდესაც “ლივერპული” დომინირებდა. “წითლების” ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იან რაშიც უელსელი იყო.

ყოველი მატჩის წინ გრემი და მისი 3 დამხმარე–ანალიტიკოსი ინფორმაციის პაკეტს აგროვებს. ფეხბურთელებამდე ყველაფერი სხვაგვარი ფორმით მიდის, იქ არ არის არანაირი მათემატიკური გამრავლება, გრაფიკი ან მსგავსი რამ. ფეხბურთელებს შეუძლით მხოლოდ წარმოიდგინონ, რომ მათი მონახაზი პროფესორული დონის მატემატიკაზეა დაფუძნებული.

“ვიცით, რომ ვიღაც საათობით მუშაობს მონაცემებთან, თუმცა მწვრთნელი არ გვტვირთავს ციფრებით, ის უბრალოდ გვეუბნება რა უნდა გავაკეთოდ.” განაცხადა ოქსი ჩემბერლენმა.

ხშირად შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლებმა უბრალოდ მატჩის ჩანაწერს უყურონ. გრემის განყოფილებას შეუძლია კლოპს შეატყობინოს, რომ მარცხენა ვინგერი ხშირად აწვდის საჯარიმოში მცველებს ზურგს უკან, თუმცა მარჯვენა ფრთიდან გაკეთებული მცირე რაოდენობის კროსები უფრო ზუსტია და გაცილებით ხშირად მიდის გოლამდე. პრიმიტიულად ჟღერს, თუმცა ფეხბურთისთვის ეს ნამდვილი რევოლუციაა.

გრემს ასევე ევალება ფეხბურთელების ყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ის ინფორმაციას ფორმულების სახით აგროვებს, ამასთანავე თავად მატჩებს არ უყურებს.

“არ მიყვარს ვიდეოს ყურება, ვინაიდან ხშირად მაბნევს და შეცდომაში შევყავარ. ” ამბობს გრემი.

გრემს სურს კლუბმა გამარჯვებები მოიპოვოს, ასევე მისი შეფასებები გამართლდეს.

“ნებისმიერი ფეხბურთელის უპირატესობას განვიხილავთ. თუ რომელიმე ფეხბურთელი ცუდად თამაშობს ეს ჩემთვის პირადი შეურაწყოფის ტოლფასია. თუ რომელიმე მოთამაშეს ძლიერ ფეხბურთელად ვთვლი მინდა, რომ თავი კარგად წარმოაჩისნო.” აცხადებს ანალიტიკოსი.

კეიტა – გრემის ერთ–ერთი აღმოჩენაა. 5 წლის უკან გვინეელი ავსტრიულ “რედ ბულ ზალცბურგში” თამაშობდა და უკვე მოქცეული იყო გრემის ყურადღების ქვეშ. კეიტას ციფრები განსხვავებული იყო, რაც მანამდე გრემს ჰქონდა ნანახი. ავსტრიაში ფეხბურთელი ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და მცველების წინ იყო განლაგებული. ხანდახან მსგავსი ტიპის დაცვითი ჰალფბექების ევოლუციონირება ხდება სუფთა ცენტრალურ ნახევარმცველად. კეიტამ ეს შეძლო. კიდევ უფრო იშვიათად ხდება მათი გარდაქმნა შემტევ ნახევარმცველად. ნაბიმ ესეც შეძლო.

კეიტას როლების ცვლილებამ არეულობა გამოიწვია მის სტატისკიტაკში, რითაც როგორც წესი ფეხბურთელის მოღვაწეობას აფასებენ. ფეხბურთში კალათბურთისგან განსხავევით პოზიცია დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენი საგოლე მომენტი შეგექმნება ან რამდენჯერ ითამაშებ ართმევაზე. გრემი უგულებელყოფს ამას. მან ჩაატარა კვლევა და შეიმუშავა მოდელი, რომელიც ითვლის გოლის გატანის შანსს ნებისმიერი ტაქტიკურ–ტექნიკური ქმედების (პასი, არაზუსტი დარტყმა, ვარდნა) წინ და შემდეგ. აღნიშნული მოდელის დახმარებით გრემი ახდენს ილუსტრაციას იმისა, თუ რა წვლილი შეიტანა ფეხბურთელმა გუნდის წარმატებაში. ბუნებრივია ზოგიერთი ფეხბურთელი ლიდერია ნაცნობი საზომებით. ისინი გრემის სიის ზენა ნაწილში არიან.

კეიტას გადაცემების სიზუსტის პროცენტულობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე სხვა ნახევარმცველების, თუმცა გრემის ციფრების გვიჩვენებს, რომ გვინეელი ცდილობს ისეთი გადაცემის გაკეთებას, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გოლის გატანის შანსი საშუალოზე მაღალია. ექსპერტები კეიტაში მრავალფეროვან ნახევარმცველს ხედავენ, ხოლო გრემი ფენომენალურ ფეხბურთელს. კეიტა გამუდმებით მუშაობს იმაზე, რომ ბურთი გაცილებით უკეთეს პოზიციაზე მიიტანოს. შესაძლოა ეს დაკვირვებულმა გულშემატკივარმაც ვერ შეამჩნიოს სანამ არ მიუთითებენ ამ კომპონენტზე. გრემმა 2016 წელს კლუბს ურჩია გვინეელი ფეხბურთელი შეეძინა, რაც “წითლებმა” გასულ ზაფხულს გააკეთეს.

იანვრის მატჩი “ლესტერთან” ერთი შეხედვით არ შეესაბამებოდა გრემის წარმოდგენებს. გამოთვლებმა აჩვენა, რომ გვინეელმა თავის დონეზე ითამაშა, თუმცა გულშემატკივარმა ეს ვერ გააცნობიერა, ისევე როგორც კლუბის ზოგიერთმა წარმომადგენელმა. გოლი და საგოლე გადაცემა დაეხმარება კეიტას და დაამშვიდებს გრემს. მეორე ნახევარში კეიტა დრიბლინგზე წავიდა, რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა და მეკარესთან გავიდა. გრემი ფეხზე წამოდგა და ამ მომენტში გვინეელმა დაარტყა. იმავე მომენტში “მელიების” მცველი კეიტას შეეჯახა და ბურთი კარს აცდა. გულშემატკივრებს იმედი გაუცრუვდათ, როდესაც არბიტრმა 11 მეტრიანი ნიშნულისკენ ხელი არ გაიშვირა. გრემმა მძიმედ ამოისუნთქა. მალევე კეიტა შეცვალეს, ხოლო გრემმა აპლოდისმენტებით გააცილა ის. როდესაც ვკითხე კმაყოფილი იყო თუ არა მისი ასპაეზობით, მიპასუხა, რომ პასუხს ხვალ გამცემდა მას შემდეგ რაც ციფრებს ნახავდა.

გრემმა ორი წელი იმუშავა კემბრიჯის უნივერსიტეტში, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მეცნიერება მისი საქმე არ იყო. ის დაკავებული იყო პოლიმერების ფიზიკით, რომელთან დაკავშირებითაც გამორჩეული აღმოჩენები რამდენიმე წლის უკან იყო გაკეთებული.

ერთხელ გრემს შეტყობინება გადაუგზავნეს ერთ–ერთ სტარტაპში ანალიტიკოსის ვაკანსიასთან დაკავშირებით. გრემი დაინტერესდა და თანამდებობაც მიიღო კომპანიაშია, სადაც უთხრეს “მანიბოლი” წაეკითხა.

2008–2012 წლებში გრემი “ტოტენჰემში” მუშაობდა, თუმცა იმ პერიოდში ლონდონურ კლუბში მოღვაწე სპეციალისტები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი გრემის შეთავაზებებით. სიმართლე ითქვას იმ პერიოდში ყველა მწვრთნელი მსგავსად იქცეოდა. Fenway–მ შეიძინა “ლივერპული” და დაიწყო თავისი კულტურის დამკვიდრება. მათ მოიწვიეს გრემი, თუმცა არა “ლივერპულში” არამედ ბეისბოლის გუნდში, რომელსაც ასევე ფლობენ. კლუბში განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ გრემის მოწვევას.

ბარი ჰანტერი, რომელიც სკაუტების განყოფილებას ხელმძღვანელობდა იხსენებს: “დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა საუბარი, რომ ნოუთბუქიან ბიჭებს არაფერი გაეგებოდათ ამ საქმის, თუმცა შემდეგ “მანიბოლი” გამოვიდა და ყველაფერი შეიცვალა.”

თავად გრემს არ შეუმჩნევია ცვლილება, ის ბოლომდე ჩაფლული იყო სამუშაოში და გულმოდგინეთ ეძებდა დაუფასებელ ფეხბურთელებს. გასულ ზამთარს მან ეკრანზე გამოიტანა გოლების სტატისტიკა, გოლები წუთში, შექმნილი მომენტები და მოსალოდნელი გოლები.  გამიკვირდა, რომ გრემი მსგავსი მარტივი საზომებით მუშაობდა, თუმცა მან მიპასუხა, რომ ხანდახან მეტი არცაა საჭირო.

2014 წელს “ჩელსიმ” კონტრაქტი გაუფორმა ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰს. ეგვიპტელი ლონდონში ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით ჩავიდა მიუხედავად იმისა, რომ მანამდე შვეიცარიაში გატარებული ორი სეზონის განმავლობაში “ბაზელის” რიგებში მხოლოდ 9 გოლი გაიტანა. “ჩელსიში” გატარებული კარიერის ეს ეტაპი არაფრით არ იყო გამორჩეული – 13 მატჩი, 2 გოლი და გაუთავებელი არენდა. საბოლოო ჯამში სალაჰი “რომაში” გადაბარგდა და ივარაუდებოდა, რომ მისი ინგლისური კარიერა დასრულებული იყო.

ინგლისური საფეხბურთო საზოგადოების აზრით პრემიერ ლიგა უნიკალურია. კონკურენცია ძალიან მაღალია და მარტივი თამაშები პრაქტიკულად არ არსებობს. ინგლისელები ფეხბურთის თამაშს რთულ კლიმატურ პირობებში იწყებენ, რაც ზუსტი გადაცემების გაკეთებას უშლის ხელს, შესაბამისად ხშირად ძალისმიერი და ხისტი საფეხბურთო სტილი ყალიბდება. ჟურნალისტების ყურადღება ხელის შემშლელია, ამინდი ძალიან ხშირად საშინელი, ზოგიერთი ფეხბურთელი საერთოდ არ შეესაბამება მსგავს ფეხბურთს, ხოლო ზოგიერთს საერთოდაც არ ეძლევა შანსი.

გრემის მონაცემებით სალაჰი “ჩელსისში” თამაშობდა იმავე ფეხბურთს რასაც მანამდე და მის შემდეგ.  შესაბამისად კლუბის ხელმძღვანელობას ურჩია ეგვიპტელი ეყიდა, რომელიც იტალიაში ბრწყინავდა. ამერიკულ სპორტის სახეობებში მოთამაშეების გაცვლაა მიღებული, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი სხვაგვარადაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მსოფლიო დონის ფეხბურთელს ეხება. აუცილებელია მოქმედ კლუბთან სატრანსფერო ფასის შეთანხმება, რის შემდეგაც მოლაპარაკება იწყება თავად ფეხბურთელთან. თუ მას არ მოეწონება ხელფასი ან მწვრთნელი ან ახალი ქალაქი შეუძლია მოქმედ კლუბში დარჩეს.  ფეხბურთელების აღზრდა და შემდეგ სოლიდურ თანხად მისი გასხვისება მცირე კლუბების სტრატეგიაა, რომელიც მათ ეხმარება გარკვეულ სიმაღლეზე ყოფნაში. ტოპ ლიგებშიც კი ზოგიერთი კლუბი დაკავებულია ამით.

2017 წლის ივლისში “ლივერპულმა” “რომას” დაახლოებით 41 მილიონი ფუნტი გადაუხადა სალაჰის სანაცვლოდ. გრემის მონაცეემბის თანახმად სალაჰი განსაკუთრებით კარგად შეთამაშდებოდა ბობი ფირმინოსთან, რომელიც თავისი გადაცემებით ყველაზე მეტ მოსალოდნელ გოლს ქმნიდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსგავსი ტიპის თავდამსხმელი. ასეც მოხდა. 2017–18 წლების სეზონში სალაჰმა მოსალოდნელი გოლები გატანილ გოლებად აქცია და პრემიერ ლიგის რეკორდიც დაამყარა 32 გატანილი გოლით. ის “ლივერპულის” რეინკარნაციის სიმბოლო გახდა. “ლივერპული” ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მივიდა, რაც კლუბის პროგრესის პროლოგი გახდა. ეს რეალური მტკიცებულებაა იმისა, რომ ჰენრის და მისი კომპანიის სტრატეგია მუშაობს. განვლილ სეზონში სალაჰმა საუკეთესო ბომბარდირობა 2 ფეხბურთელთან გაიყო, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპისთვის 173 მილიონს შეადგენს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი. კლუბში მოსვლის შემდეგ გრემს სთხოვეს ყურადღება მიექცია ინტერის მარცხენა ვინგერისთვის ფელიპე კოუტინიოსთვის. გრემის მონაცემები ბრაზილიელი ფეხბურთელის სასარგებლოდ მეტყველებდა. შედეგად “ლივერპულმა” 16 მილიონის სანაცვლოდ კოუტინიო შეიძინა, რომელმაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში კლუბს დიდი სარგებელი მოუტანა, განსაკუთრებით სატრანსფერო თანხით – “ბარსელონამ” მის სანაცვლოდ 170 მილიონი გადაიხადა. შედეგად აღნიშნული თანხით “ლივერპულმა” ალისონი, ვირჯილი და ფაბინიო შეიძინა, რომლებიც გუნდის წამყვანი ფეხბურთელები გახდნენ და უდიდესი წვლილი შეიტანეს “წითლების” წარმატებაში.

“მელვუდში” გრემი თეთრ კედლებიან კაბინეტში მუშაობს. მისგან მარცხნივ ტიმ უასკეტი ზის, რომელიც ყოფილი ასტროფიზიკოსია. იქვეა დევიდ სტილის სამუშაო მაგიდაც, რომელიც ჭადრაკში ყოფილი ჩემპიონია. სტილს აკადემიური ხარისხი აქვს მათემატიკაში და ადრე ენერგეტიკის დარგში მუშაობდა. უილ სპირმანი ყველაზე გვიან მოვიდა გუნდში. ის პროფესორის შვილია და ტეხასში გაიზარდა. სპირმანი ჰარვარდის კურსდამთავრებულია და ფიზიკოსია. მუშაობდა ჟენევაში ბირთვული კვლევების ევროპულ ასოციაციაში. სხვა ნებისმიერ კლუბსაც შეეძლო ხსენებული კადრების მოწვევა, თუმცა მხოლოდ “ლივერპულმა” შეძლო მათი ყველასი გაერთიანება.

როგორც წესი ანალიტიკური განყოფილება “მელვუდში” საუზმისთვის მიდის. ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთად სხედან, ხოლო ანალიტიკოსები ცალკე მაგიდაზე საუზმობენ. ატმოსფერო მეგობრულია. ფეხბურთელები ანალიტიკოსებს ერთმანეთისგან გაჭირვებით არჩევენ.

ერთხელ სპირმანი ყავაზე წავიდა თუმცა უკან კითხვით დაბრუნდა თუ ვინ არის დაფასებული ფეხბურთელი, ზუსტად იმ დოზით რამდენითაც ეკუთვნის? არც მეტი არც ნაკლები.

“მესი უნდა იყოს. ის ან პირველია ან მეორე. მაქსიმუმ 1 ადგილიანი შეცდომა.” განაცხადა სპირმანმა.

სპირმანი ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული “ლივერპულის” ბოლო დროინდელ წარამტებებთან. ის არ არის ჩართული ფეხბურთელების განხილვაში და არ აქვს ურთიერთობა კლოპთან. მას სპორტის შეცვლა სურს.

“ხშირად გვიჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლება ფეხბურთი სხვაგვარად ვითამაშოდ?” ამბობს გრემი.

ფეხბურთი – ეს ათასობით ინდივიდუალური ქმედებების ერთობლიობაა, თუმცა გრემის მოდელში გათვალისწინებულია მხოლოდ დარტყმები, გადაცემები, ბურთის მოძრაობა და სხვა მონაცემები, რომლის ამოღებაც ოფიციალური სტატისტიკიდან შეიძლება.

სპირმანს სურს მათემატიკურად ასახოს ის რაც მოედანზე ხდება. არა მხოლოდ პასი რომელიც გაკეთდა, არამედ რამდენად მარტივად მოხდა ეს, რა მოხდა მის შემდეგ და ა.შ. სპირმანს სურს ამ ბურუსში გზა იპოვოს.

დროის უმეტეს ნაწილს ის მოდელის შექმნას უთმობს, რომლისთვისაც ვიდეომონაცემებს იყენებს. ეს იძლევა რიცხობრივი აღრიცხვის შესაძლებლობას ყველაფერი იმისა რაც მოედანზე ხდება. მაგალითად განაპირა მცველების მოძრაობა უბურთოდ, მცველების მოქმედება როცა 2 თავდამსხმელის წინააღმდეგ უწევს მოქმედება და ა.შ.

ერთ–ერთი შესაძლო ვარიანტია მატჩის კონკრეტული სცენარი, რომელიც წინასწარვეა ცნობილი, ისევე როგორც ამერიკულ ფეხბურთში.

თავდაპირველად “ლივერპულმა” უნდა გაიგოს როგორ შეუძლია “ტოტენჰემის” დამარცხება. ისევე როგორც “ოუკლენდს” ბეისბოლში (ფილმიდან “მანიბოლი”)  “ლივერპულსაც” არ მოუპოვებია ამ ეტაპისთვის ტიტულები. მარცხი ფინალში, მეორე პოზიცია შიდა ჩემპიონატში არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ანალიტიკას არ შეუძლია ფინალური ნაბიჯის გადადგმა. ფეხბურთი მოულოდნელი სპორტია და სწორედ ამაშია მისი ხიბლი. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივად იქნებოდა შესაძლებელი ალგორითმს ჩატვირთვა და იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სასურველია. იმ ეპიზოდში, როდესაც კეიტას “ლესტერის” მცველი შეეჯახა თავისუფლად შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა, რაც “წითლებს” დამატებით 2 ქულას და საჩემპიონო ტიტულს მოუპოვებდა.

მსგავსად მუშაობს ალბათობა. მაშინაც კი როდესაც ყველაფერი სკულპულოზურად არის გათვლილი, შესაძლოა შეცდომით გაიპაროს რაიმე ციფრი. გამარჯვებულ გუნდს ყოველთვის არ აქვს საუკეთესო გათვლა და ყოველთვის არც ის იმარჯვებს ვინც პროგნოზირებს მოდელს. ჯონ ჰენრიმ ეს მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ძალიან პატარა იყო და კუბიკებით თამაშობდა. სავარაუდოდ ეს საწყენია ანალიტიკოსებისთვის, თუმცა ფეხბურთს ნადვილად ალამაზებს!