საქმე ეხებე “ლესტერის” ათიანს ჯეიმს მადისონს, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ინგლისელმა ფეხბურთელმა სეზონი ძალაინ კარგად ჩაამთავრა, მან “ლესტერის” რიგებში 36 მატჩი გამართა, 7 გოლი და 7 ასისტი გამოიმუშავა, ის პოზიციით შემტევი ნახევარმცველია. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და მას მთელი კარიერა წინ აქვს.

რაც შეეხება, მანჩესტერ “იუნაიტედს” და “ლივერპულს” ისინი ინტერესდებიან მისი შეძენით, მაგრამ ტრანსფერთან ჯერ-ჯერობით “წითელი ეშმაკები” უფრო ახლოს არიან.

“ლესტერს” სურს რომ დაიტოვოს ეს ფეხბურთელი, მაგრამ თუ საქმე გაყიდვაზე მიდგა ისინი მინიმუმ 60 მილიონიდან გაუშვებენ ჯეიმს მედისონს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპული შეტევითი პოტენციალის გაძლიერებს მედისონსა და ნიკოლას პეპეს შორის ერთ-ერთით აპირებს.

ლივერპულის ლეგენდა სტივ ნიკოლი აცხადებს, რომ მედისონს შეუძლია ლივერპულში თავისი ტოპ-დონე აჩვენოს და კლუბმა მისთვის უნდა იბრძოლოს. აქვე დასძენს, რომ ლესტერმა ის უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ თუ მის გაშვებას გადაწყვეტს ლივერპულმა იუნაიტედს ეს ფეხბურთელი არ უნდა დაუთმოს.