Bild-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კლუბის უფროსობას მხოლოდ ერთი თხოვნით მიმართა – მას ნებმისმიერ შემთხვევაში, თუნდაც სხვა ტრანსფერი არ გაკეთდეს, “ენფილდ როუდზე” 19 წლის ჰოლანდიელი მცველის, მატიას დე ლიხტის ტრანსფერის განხორციელება სურს.

გერმანელი სპეციალისტი აცნობიერებს, რომ ფეხბურთელი დაახლოებით იგივე ფასი ღირს, რაც მათ გასულ წელს ვირჯილ ვან დაიკში გადაიხადეს.

“აიქსის” კაპიტნის ტრანსფერი “ლივერპულში” დღითი დღე უფრო რეალური ხდება და მისი შეძენა კლუბს დაახლოებით  £75 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

როგორც იცით, აქამდე დაიწერა, რომ “ლივერპული” აქტიურად განიხილავს 24 წლის კოტ-დ’ივუარელის ნიკოლას პეპეს ტრანსფერს, რომელიც £70.8 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.