ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “პორტუ” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

მოგვიანებით, BT Sport-თან ინტერვიუში, განვლილი შეხვედრა მერსისაიდელთა კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა შეაფასა :

” “პორტუ” კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული კარგი გუნდია. დღეს თავადაც ნახეთ თუ როგორ შეუძლიათ მათ ხიფათის შექმნა. 

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილნი უნდა ვიყოთ. დიახ, იყო კიდევ რამდენიმე მომენტი, შეგვეძლო უფრო მეტის გატანაც და მეორე ტაიმში სწორედ ეს გვსურდა, თუმცა არ გამოვა… მნიშვნელოვანია ისიც, რომ კარი მშრალად შევინახეთ.” – განაცხადა ჰენდერსონმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ზუსტად 1 კვირაში, ამჯერად უკვე პორტუგალიაში გაიმართება.