“ლივერპულის” ყოფილი მცველი და Sky Sports-ის ექსპერტი, ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ ვირჯილ ვან დეიკი ამჟამად ევროპის მასშტაბით საუკეთესო ცენტრალური მცველია.

როგორც იცით, ჰოლანდიელი მერსისიადულ გრანდს გასული წლის იანვარში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

“ვან დეიკის თამაშიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ვირჯილი საუკეთესოა. ვფიქრობ, წელს ის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედაც უნდა დაასახელონ. გაოცებული დავრჩები თუ ის ამ ჯილდოს არ მიიღებს.

როცა ის “ლივერპულმა” გაიფორმა, გადახდილი თანხაზე ბევრი საუბრობდა, თუმცა ახლა ალბათ მას ორმაგ ფასადაც არავინ გაყიდის. ის დიდებულ ასაკშია და იმედი მაქვს, ვან დეიკის საქმეში მომდევნო ათწეულშიც ვიხილავთ.” – ციტირებს კარაგერის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

როგორც იცით, ამჟამად ვირჯილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მცველია.