ორი თვის წინ ყველამ წავიკითხეთ, რომ ჰარი კეინისთვის სეზონი დასრულდა. მისმა არყოფნამ სადიო მანეს და მოჰამედ სალაჰს ბომბარდირობა უფრო გაუადვილა, მაგრამ საკითხავია გაუადვილებს თუარა მისი ტრავმა ლივერპულს ტიტულის მოპოვების გზას.

კეინის ტრავმის შესახებ ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო საუბრობს.

“მან გასულ კვირას, პარასკევს და შაბათს ივარჯიშა გუნდთან ერთად. მას ჯგუფურ ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მისი დაბრუნების მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.”

“ის მადრიდში წამოვა. არ აქვს მნიშვნელობა გასახდელში იქნება თუ სათადარიგო სკამზე. ის გუნდს მორალურად დაეხმარება, მაგრამ მისი საუკეთესო დახმარება მოედანზე ყოფნა იქნება, რის იმედსაც ვიტოვებთ” – აცხადებს სპურსის დამრიგებელი.

“სწორი იქნება თუარა მისი დაყენება ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყველა რა თქმა უნდა თამაშის დასრულებას დაელოდება. თუ მას დავაყენებ და ის კარგად ითამაშებს, გენიალური გადაწყვეტილება იქნება, თუ ვერ ითამაშებს *****ობა და ამის გამო ჩემი მოკვლა მოგინდებათ.”