ოთხშაბათს საღამოს, ნაბი კეიტამ “ბარსელონასთან” ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. აღმოჩნდა, რომ დაზიანება სერიოზულია და გვინეელი ფეხბურთელი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ამის შესახებ “მერსისაიდელთა” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა.

ეს უიღბლო შემთხვევა იყო. ნაბის მაღალხარისხიანი ბარძაყ-მუხლქვეშა არხის ტრავმა აქვს, გარდა ამისა ძალიან დაზიანებულია მყესის ბოჭკოვანი ქსოვილებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ კეიტა მინიმუმ ორი თვის განმავლობაში ჩვენთან ერთად ვარჯიშს ვერ შეძლებს.

ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ამბავია ჩვენთვის, მაგრამ ცუდია აგრეთვე მისი ნაკრებისთვისაც, რადგან ნაბი გვინეის ეროვნულ გუნდთან ერთად აფრიკის თასზე თამაშსაც ვერ შეძლებს. მას მართლაც კარგი პერიოდი ჰქონდა, თუმცა ეს მოხდა. ასეა, ფეხბურთი და ცხოვრება ხანდახან ძალიან რთულია. ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ სერიოზულია.

დარწმუნებული ვარ, რომ ის თავს კარგად ვერ გრძნობს, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, ფეხბურთელებს მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ. რაც შეეხება ფირმინოს, ჩვენ მას ჯერ კიდევ უნდა დავაკვირდეთ.” – ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი.