იურგენ კლოპმა განვლილ შეხვედრაზე, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალზე და მესის შეჩერების გეგმებზე ისაუბრა.

განვლილი შეხვედრისა და 1/2 ფინალის შესახებ

ძალიან ბედნიერი ვარ. მატჩის წინ ვთქვი, რომ რთული შეხვედრა გველოდა. ყველამ იფიქრეთ, რომ ეს ის იყო რაც უნდა მეთქვა, თუმცა ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა, ამიტომ მოედანზე მიმდინარე მოვლენები არ გამკვირვებია. მოწინააღმდეგე იყენებდა გრძელ პასებს და ფიზიკურ ორთაბრძოლებს რის წინააღმდეგაც თამაში საკმაოდ რთულია. მცველებს ფრთხილად უწევდათ ქმედება ვინაიდან იყო სახიფათო ჯარიმის აღების საფრთხე, უარეს შემთხვევაში კი თერთმეტმეტრიანის. არც თუ კარგად ვახდენდით რეაგირებას მეორე ბურთზე, ვინაიდან მოწინააღმდეგე მრავლად იყო მოედნის ცენტრში.

სქემის შეცვლა რამდენიმეჯერ ვცადეთ, საბოლოოდ კი შესვენებაზე 4–4–1–1 სისტემაზე გადავედით, რისი წყალობითაც მოედნის ცენტრი დავკეტეთ. პირველი 30 წუთის განმავლობაში აქტიურად გვიწევდა თავდაცვა, თუმცა ეს ნორმალურია და წარმოადგენს სამუშაოს, რომელიც უნდა შეასრულო. ბიჭებმა ამოცანას თავი კარგად გაართვეს და ეს სულაც არ დაგვჯდომია საკუთარი რწმენის დაქვეითების ფასად. როდესაც წნეხის ქვეშ ვიყავით თავს ვიცავდით და საკუთარ შანსს ველოდით, რომელიც მოგვეცა და გამოვიყენეთ კიდეც.

მეორე ტაიმში ვვარაუდობდით, რომ მოწინააღმდეგე ინტენსიური ფეხბურთის თამაშს გააგრძელებდა, თუმცა ისინი ვერ შეძლებდნენ მაღალი ტემპის შენარჩუნებას მატჩის ბოლომდე, ამიტომ კვლავ გვექნებოდა მომენტები. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და 1/2 ფინალში გავედით. ეს წარმოუდგენელია ზედიზედ მეორე წელია ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვართ!

 

არის თუ არა 6:1 სამართლიანი ანგარიში

ვფიქრობ, რომ აღნიშნული ანგარიში არ ასახავს 180 წუთის განმავლობაში მოედანზე მიმდინარე პროცესებს. პირველ შეხვედრაში ვდომინირებდით, ნამდვილად კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და მოწინააღმდეგს ცხოვრება გავურთულედ. განმეორებით შეხვედრაში საპირისპირო მოხდა, “პორტომ” ნამდვილად კარგი ფეხბურთი ითამაშა. რთული შეხვედრა იყო და ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა გოლები გავიტანეთ და საჭირო რეზულტატს მივაღწიედ.

 

შეძლებს თუ არა “ლივერპული” “ბარსელონას” დამარცხებას

1/2 ფინალში “ბარსელონას” შევხვდებით, რაზეც ჯერჯერობით არ ვფიქრობ, თუმცა მიხარია, რომ სწორედ ისინი არიან ჩვენი მეტოქეები. კვირას “კარდიფს” ვეთამაშებით და სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზეა ჩემი ყურადღება კონცენტრირებული. საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რათა დავაკვირდეთ გუნდებს, რომლებიც “ბარსელონას” დამარცხებას შეეცადნენ. იმედი მაქვს რაიმეს ვიპოვით. მოუთმენლად ველი მათთან დაპირისპირებას, თუმცა არა დღეს.

ვფიქრობ მართლაც კარგი ამბავია, რომ “ბარსელონას” ვხვდებით. 1/2 ფინალში გავედით და ეს დიდი განაცხადია. ზედიზედ მეორედ გავედით ამ ეტაპზე რაც ძალიან რთულია. ჩემი ბიჭებით ვამაყობ.

 

როგორ შეაჩერებს მესის

მადლობა ღმერთს, რომ დღეს არ მიწევს ამაზე ფიქრი და მაქვს რამდენიმე ღამე, რათა ამ საკითხზე ვიფიქრო!  ყველა ეცადა მის შეჩერებას, თუმცა ჯერჯერობით არავის შეუძლია რეზულტატით დაიტრაბახოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამას შევეცდებით, თუმცა იქამდე შეხვედრები გვაქვს, რომლის შემდეგაც დავიწყებთ მზადებას. “ბარსელონას” წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, ამიტომ მოუთმენლად ველოდები მათთან დაპირისპირებას.