ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

იმსახურებდა თუ არა უფრო მეტს მისი გუნდი…

არ ვარ დარწმუნებული. ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, თუმცა საბოლოოდ გოლი ვერ გავიტანეთ, საკუთარ კარში კი სამი ბურთი მივიღეთ. ფეხბურთში მწვრთნელს ბევრი რამის განსჯა შეუძლია. მე ბიჭებს ვუთხარი, რომ მათი თამაშით ვამაყობ. ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი საუკეთესო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე  – ვგულისხმობ განვლილ 2 სეზონს. ასეთ მეტოქესთან ჩვენ არაერთი მომენტი გქონდა, “ბარსელონას” ბევრი პრობლემა გავუჩინეთ.

ჩემპიონთა ლიგაზე, გასვლაზე შეხვერდრის წაგება არაა დიდი პრობლემა, თუკი 1 გოლის გატანას მაინც ახერხებ, მაგრამ ახლა უფრო რთულ სიტუაციაში ვართ. ჩემი აზრით, ეს ბიჭები პატივისცემას იმსახურებენ. უკვე დიდი ხანია ამ საქმეში ვარ და ვიცი, რომ ამ მარცხს უნდა შევეგუო.

რას ეტყვის ის მოთამაშეებს…

როგორც გითხარით, ნამდვილად ვამაყობ ამ გუნდით. მათ არ უნდა იფიქრონ საპასუხო მატჩზე, რადგან ჯერ “ნიუკასლთან” დაპირისპირება გველის. ახლა წავალთ სასტუმროში, დავიძინებთ, ხვალ კი სახლში დავბრუნდებით და მომავალი შეხვედრისთვის დავიწყებთ მზადებას. რაც არ უნდა მოხდეს, ამ ბიჭებით უფრო მეტად ვერ ვიამაყებ. ვიცი ანგარიში და ხალხი, ვისაც თამაშისთვის თვალი არ უდევნებია, უცნაურ შეფასებებს გააკეთებს, ეს კი მარტივად მისაღებია.

მესი და “ბარსელონა”…

ასეთ მომენტში ის შეუჩერებელია. ჯარიმისგან თავის დაცვა არავის შეუძლია. ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. შეიძლება მეორე გოლი არ იყო მისთვის განსაკუთრებული, მაგრამ ის საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა, კმაყოფილი ვარ იმით თუ როგორ გავუმკლავდით ჩვენ “ბარსელონას”. ჩემი ბიჭები ცდილობდნენ წესების დაცვით ემოქმედათ და უხეშად არ ეთამაშათ. ვიცოდი მესის დონე, ასე რომ, გაოცებული სულაც არ ვარ.

სიმართლე გითხრათ, “ბარსელონას” სტილზე საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან ჩვენ საკუთარი ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით. რთულია ჩვენს წინააღმდეგ თამაში, თუმცა 3:0 წავაგეთ და ვიტყოდი, რომ მანე ვალვერდემ ყველაფერი კარგად გააკეთა, მე კი პირიქით. მეტოქის შემადგენლობა თითქმის ისეთი იყო, როგორსაც ველოდით(თუ არ ჩავთვლით ვიდალის სასტარტოში ყოფნას, და ალბათ დემბელესაც ველოდი…). კარგია, როცა ასეთი არჩევანის საშუალება გაქვს.

რა მოეწონა მისი გუნდის თამაშში…

ვფიქრობ, ყველა მოხიბლულია “ბარსელონა” ყველას შთაბეჭდილების ქვეშ აქცევს – სტადიონი, მოთამაშეთა დონე და სხვა. ფეხბურთში მზად უნდა იყო, რომ შეიძლება ფეხებს შორის გაგიტარონ ბურთი.. მომეწონა ბიჭების სიმამაცე და ის, თუ როგორ იცავდნენ ისინი თავს. ჩვენ ვაკონტროლებდით შეხვედრას და შევქმენით მომენტები. საბოლოოდ, ვიცი, რომ ამას არავინ გაიხსენებს, რადგან 3:0 წავაგეთ. ამ მატჩს გამოვიყენებ, რათა ბიჭებს ვაჩვენო თუ რა შეუძლიათ.

არის თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი…

დიახ, რადგან ეს ფეხბურთია. ამ მატჩამდე უფრო დიდი შანსი გვქონდა, ახლა კი ყველაფერი უფრო რთულადაა. რა უნდა ვთქვა სხვა ? “ბარსელონა” კვლავ ეცდება გატანას. წინ კიდევ ერთი რთული დაპირისპირება გველის.

სალაჰის ეპიზოდი…

3:1 შედარებით უკეთესი ანგარიში იქნებოდა და მეც სხვა განწყობაზე ვიქნებოდი. ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ასეთი მეტოქისთვის საგოლე მომენტების შექმნა. ახლა იმედგაცრუებული ვარ, თუმცა იქნება მომენტი, როცა დავარწმუნებ ბიჭებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი. ეს იყო მნიშვნელოვანი მესიჯი ჩვენთვის და არა დანარჩენი სამყაროსთვის.