იურგენ კლოპმა ფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებს უპასუხა.

გაგიწვრთნიათ თუ არა გუნდი, რომელიც ამ გუნდზე უფრო მეტს მუშაობდა ?

არ მომწონს, რომ ჩემი წინა გუნდები უნდა დავადანაშაულო. მე ყველა-მათგანი მიყვარს, რადგან ისინიც ყველაფერს აკეთებდნენ. ეს გუნდიც ყველაფერს კარგად აკეთებს. მე ფინალში ამაზე უკეთესი გუნდით არასდროს ვყოფილვარ, ეს სიმართლეა, მაგრამ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზებით ჩემი წინა გუნდებიც კარგად გამოიყურებოდნენ. მე არ ვარ გაოცებული ბიჭებით, რადგან როგორც ჩვენ ვიძახით, მათში შერწყმულია პოტენციალი და დამოკიდებულება. ასეთი რამ კი არასდროს მინახავს ჩემი სხვა გუნდებში მუშაობის დროს. ეს ბრწყინვალეა, ამან მოგვიყვანა იქ, სადაც ვართ.

ჩვენ შეგვეძლო ერთი-ორი კვირის წინ გვეთქვა, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონად ყოფნა რეალური არ არის. ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი, შენ ერთი შანსისთვის ყველაფერს იღებ. იმდენად არ ვიყავით მზად აქ მოსახვედრად, რამდენადაც გვინდოდა ეს. ბარსელონადან ბარსელონამდე იმ ხუთ თუ ექვს დღეში არავის არ ჯეროდა თავიანთი თავის მეტად, ვიდრე თავად ფეხბურთელებს. ეს ბრწყინვალე იყო და აქ სწორედ ამიტომ ვართ.

ეს სენსაციური სიტუაციაა, აქ მეორედ ყოფნა დიდებულია. ჩვენ აქ ყოფნა ძალიან გვინდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე ჩანდა, რომ ეს სურვილი თითებიდან გვიცურდებოდა. ჩვენ კარგად დავიწყეთ პრემიერლიგა, მაგრამ ჯგუფში შეგვექმნა პრობლემები გასვლით მატჩებზე, თუმცა ყველაფერი გამოვასწორეთ ყველაზე გამოცდილი და სწორი გზით, ბოლო თამაშში მინიმალურად მოვუგეთ საჭირო ანგარიშით 1:0 ნაპოლის, რაც დაუჯერებლად ჩანდა. ამის შემდეგ ჩვენი ყველა გასვლითი მატჩი შთამბეჭდავი იყო. ბარსელონასთან არ იყო შედეგი, მაგრამ ხარისხით 100% კმაყოფილი ვიყავი, ბაიერნთან და პორტოსთან კი ყველაფერი კარგი იყო. ასე რომ ჩვენ ეს კიდევ ერთხელ გავაკეთეთ.

იქნება თუ არა ფრთხილი თამაში, რადგან გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ ?

ძალიან მჭიდრო შეხვედრა იქნება. ტოტენჰემის და ჩვენი თამაშის ხარისხი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პრემიერლიგაში ჩვენს შორის დიდი განსხვავება იყო საკამათო. დიახ, ჩვენ მოვიგეთ ორივე მატჩი, მაგრამ ორივე 2:1. სახლის მატჩში ბოლოს გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ ჩვენ გვქონდა ბრწყინვალე პერიოდები მატჩში, რის გამოც ვიმსახურებდით ამ მოგებებს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

პოჩი მართალია, როდესაც ამბობს რომ ემოციები მნშვნელოვნად განსხვავებული იქნება. შენ უნდა გამოიყენო ყველაფერი მთელი სეზონის მანძილზე, მაგრამ სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, მაგრამ ეს ისეთი განსაკუთრებული თამაშია, სადაც ჩვენს თავს სწორი განწყობა უნდა შევუქმნათ და ვითამაშოთ ნამდვილი ფეხბურთი, რადგან ამ თამაშის შემდეგ თამაში არ გვაქვს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით ბევრი რამ ტოტენჰემზე, მაგრამ გვქონდა კიდევ სამი კვირა. სამ კვირაში კი ბარსელონა რომ ყოფილიყო ჩვენი მეტოქე, მათი გაზონის მკრეჭავიც გვეცოდინებოდა. ასეთია ფეხბურთის სამყარო. ჩვენც ასეთივე ნაცნობი ვართ მოწინააღმდეგე გუნდისთვის. ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელთან თამაშიც რთულია, მაგრამ ტოტენჰემიც ასევე ფიქრობს. მოდი ვითამაშოთ რთული თამაში და მოვიგოთ ეს რთული თამაში.

გქონდათ თუ არა უკვე სამწვრთნელო კარიერის უდიდესი მომენტი ?

თუ მოვიგებთ, ასე იქნება. ეს უნდა იყოს განსხვავებული წინა ფინალებისგან. არის თუარა საუკეთესო მომენტი ჩემს კარიერაში რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთხელ გავიყვანე ? – არა. ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი 2004 წელს იყო, როდესაც მაინცი ბუნდესლიგაში გადავიყვანე, ამას ვერ შევცვლიდი. იმ ფულით და გარემოებებით, რაც ჩვენს გარშემო იყო, არავის ვჭირდებოდით პირველ ლიგაში, მაგრამ ეს შევძელით, ეს იყო უდიდესი მომენტი. თუ ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, შეიძლება ახლებურად ვიფიქრო, მაგრამ ახლა მაინცის აღზევება ჩემი საუკეთესო მოგონებაა.

მოახდენს თუარა გავლენას სამ კვირიანი დასვენება თამაშზე ?

ეს დასვენება არ იყო ნეგატიური, რადგან ორივე გუნდს თანაბრად ჰქონდათ შესაძლებლობა ყოფილიყვნენ რითმში ან დაეკარგათ ის. ჩვენი ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე. სამი წლის წინ ევროპის ლიგის ფინალი ძალიან დამღლელი ლიგის ბოლო მატჩიდან სამ დღეში ვითამაშეთ. 3 დღე ჯობია თუ 3 კვირა ? ყოველთვის ვიტყვი, რომ სამი კვირა. საუკეთესო ალბათ ერთი კვირის შემდეგ თამაში იქნებოდა, მაგრამ თასის ფინალია და ამის გამო ეს შეუძლებელი იყო. ორი-სამი კვირაც მშვენიერია ნამდვილად.

ტოტენჰემისთვის ეს კარგი იყო, რადგან მათ ბევრ ფეხბურთელს აწუხებდა ტრავმა, რომელიც მოირჩინეს, მაგრამ ეს დრო ჩვენც გამოვიყენეთ, განსაკუთრებით ბობის შემთხვევაში, როდესაც ფინალამდე დიდი დრო, მას გამოკეთებაში დაეხმარა. რითმის შენარჩუნება, სწორი რაღაცების კეთება ვარჯიშზე, ჩვენ ეს ყველაფერი ბევრი ჩავდეთ ამ მატჩისთვის. ჩვენ არასდროს გვქონია პრესეზონი სამი კვირის მანძილზე მატჩის გარეშე, ამიტომ შაბათს დახურული ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, რომ რითმი შეგვენარჩუნებინა. ყველაფერი კარგად იყო.

ის რაღაცები, რაც ახლა გავაკეთეთ ჩვენ და ტოტენჰემმა იყო განსხვავებული, რადგან სამი კვირის წინ ვთამაშობდით, ვთამაშობდით და ვთამაშობდით. ორივე გუნდი ბევრ რამეში ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ ვფიქრობ, რომ წინა ფინალებისგან განსხვავებული უფრო ცოცხალი ფინალი იქნება. არ უნდა ვიდარდოთ და არ უნდა ვიფიქროთ, უბრალოდ უნდა ვითამაშოთ თამაში, რომელსაც ყოველთვის ვთამაშობდით. ჩვენ არ უნდა შევცვალოთ რაღაცები.

დიახ, ტოტენჰემს განსხვავებული სისტემა აქვს და შეუძლია შეიცვალოდ ამ მატჩისთვის, მაგრამ ეს გავლენას მაშნ მოახდესნს, როდესაც საპასუხო რეაქციისთვის მზად არ იქნები. ჩვენ გვქოდა დრო ამის დასამუშავებლად. რა უნდა ვქნათ, თუ ანგარიში არის 0:0, ვიგებთ 1:0-ს ვაგებთ 0:1-ს და ასე შემდეგ, თუმცა სიტუაცია არ ყოფილა ასე ” თუ 1:0-ს ვიგებთ ჩვენს ნახევარზე უნდა ჩავიკეტოთ.” ჩვენ ბევრ რამეს უნდა ვიფიქროთ და ბიჭებმა თავიანთ თავს მუდამ უნდა შეახსენონ, რა ძლიერი გუნდიც ვართ. მეტოქის ანალიზის დროს დავადგინეთ, რომ ტოტენჰემი აქ არის ძლიერი, იქ არის ძლიერი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ იქ ჩვენ დავხვდებით.