გვიან ღამით ვირჯილ ვან დეიკი PFA(პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ) ოფიციალურად დაასახელა წლის საუკეთესო მოთამაშედ.

აღნიშნული ჯილდოსთვის ჰოლანდიელი მცველის გარდა თანაგუნდელი სადიო მანე, რაჰიმ სტერლინგი, ბერნარდუ სილვა, სერხიო აგუერო და ედენ აზარიც იბრძოდნენ.

მოგვიანებით ამ ფაქტს “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპიც გამოეხმაურა :

“ვამაყობ რომ უკვე მეორედ მიწევს საუბარი წლის საუკეთესო მოთამაშის შესახებ. ჰოლანდიაში ყოფნისას, ვინ იფიქრებდა ვირჯილზე, რომ ის ასეთ წარმატებას მიაღწევდა ? არ ვფიქრობ, რომ ყველა ხედავდა თუ რა დონის მოთამაშე იყო ამ გიგანტური სხეულის უკან. 

ახლა უკვე ყველა ხედავს ამ ყველაფერს და ბედნიერი ვარ, რომ მის განვითარებაში მცირე წვლილი მეც მიმიძღვის. ძალიან მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, თუმცა ეს ასე არ არის. “საუთჰემპტონში” ყოფნისას ის უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო. პირველივე წუთიდან, ბედნიერი ვიყავი, რომ ერთად მუშაობის საშუალება გვქონდა. ახლა კი ვირჯილ, შენ საუკეთესო მოთამაშე ხარ – როგორც მინიმუმ, ამ სეზონში.”

მოგეხსენებათ, სეზონის სიმბოლურ გუნდში ვან დეიკის გარდა სადიო მანე, ენდი რობერტსონი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდიც მოხვდნენ. კლოპმა კომენტარი მათ შესახებაც გააკეთა :

“ასევეთივე სიამაყე მეუფლება ამ ბიჭების გამო, რადგან ყველამ ვიცით, რომ ახლა განსაკუთრებული მოთამაშეები გვყავს. ისინი იმსახურებენ ამ აღიარებას, თუმცა დამეთანხმებით, რომ სიმბოლურში “ლივერპულის” კიდევ რამდენიმე მოთამაშე შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ, “სიტიმაც” ასევე კარგი სეზონი ჩაატარა, ამიტომაც მოხვდნენ ისინი ამ გუნდში.”