იურგენ კლოპი თვლის, რომ კოუტინიო და სუარესი “ლივერპულის” ლეგენდები არიან.

კოუტინიო და სუარესი “ენფილდზე” 7 მაისს დაბრუნდებიან ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში. 2014 წლის ზაფხულში სუარესმა ნისლიანი ალბიონი დატოვა და “ბარსელონას” 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა, ხოლო კოუტინიო 2018 წლის ზაფხულში დაადგა იგივე გზას, რის სანაცვლოდაც “მერსისპირელებმა” ბონუსების გათვალისწინებით 142 მილიონი ფუნტი გამოიმუშავეს.

პირველი შეხვედრა 1 მაისს გაიმართება “კამპ ნოუზე”, ხოლო ერთი კვირის შემდეგ გუნდები “ენფილდზე” გაარკვევენ ურთიერთობას. იურგენ კლოპი მოუთმენლად ელის კლუბის ყოფილ ფეხბურთელებთან შეხვედრას.

“როგორც ჩვენთვის, ისევე მათთვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა. ორივე “ლივერპულის” ლეგენდები არიან, რაც შესანიშნავია. მიუხედავად ამისა არ ველი, რომ “ამხანაგური” შეხვედრა იქნება, ისინი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ, ისევე როგორც ჩვენ. “

“ბარსელონა–ლივერპულის 1/2 ფინალი უკვე ხმაურიანი აფიშაა. შევეცდებით ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთოდ, შემდეგ კი ვნახავთ რა გამოგვივა.” განაცხადა კლოპმა Viasport Football–თან.