პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “ნიუკასლს” დაუპირისპირდება. შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა თავკაცმა, იურგენ კლოპმა სწორედ მომავალ მეტოქეზე ისაუბრა :

“არ ვიცი ზუსტად რამდენი კვირის წინ, მაგრამ დადგა მომენტი, როცა რაფამ იგრძნო, რომ გუნდს უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის უნდა ებრძოლა. მაშინ მათ ტაქტიკა შეცვალეს და მას შემდეგ არაერთი მატჩი მოიგეს.

ახლა “ნიუკასლი” 5-4-1 სისტემით თამაშობს – რონდონი წინ არის, ვფიქრობ, ახლა პერეზიც მზად იქნება, ატსუ და კენედი კი ფლანგებიდან ქმნიან ხიფათს. მათ წინააღმდეგ გასვლაზე თამაში კომფორტული ნამდვილად არაა, ასე რომ, წინ რთული მატჩი გველის.

როგორც წესი, განვლილ შეხვედრაზე დიდხანს არ ვფიქრობთ. ბიჭები “ნიუკასლზე” არიან კონცენტრირებულნი. დიახ, 3:0 დავმარცხდით, თუმცა იმ შეხვედრაში პოზიტიური უფრო ბევრი რამ დავინახე, ვიდრე ნეგატიური. “ – განაცხადა კლოპმა.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ეტაპის პირველ მატჩი “წითლები” 3:0 დამარცხდნენ. საპასუხო შეხვედრა სამშაბათს, “ენფილდზე” შედგება.