როგორც იცით, გუშინ გაიმართა შეხვედრა უელსში, სადაც ადგილობრივმა “კარდიფმა” “ლივერპულს” უმასპინძლა და შეხვედრა 2-0 წააგო. აღნიშნულ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა ფაბინიო, რომელმაც მატჩის 71-ე წუთზე ნაბი კეიტა შეცვალა, თუმცა 4 წუთში თავად გახდა შესაცვლელი:

ფაბინიოს ძალიან არ გაუმართლა. ამ მომენტში ის უკვე კარგადაა, თუმცა “კარდიფთან” მუხლზე ტკივილები იგრძნო და გარისკვა ნამდვილად არ ღირდა.  ის 100%-ით უნდა გამოგვეყვანა მოედნიდან და ასეც მოვიქეცით. ახლა ყველაფერი კარგადაა” – განაცხადა იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თამაში “წითლებმა” 2-0 მოიგეს და კვლავ პირველ პოზიციაზე გადავიდნენ, თუმცა კონკურენტ “სიტის” მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელიც ოთხშაბათს, “იუნაიტედთან” გაიმართება.