კვირას ინგლისში პრემიერ ლიგის ბოლო ტური გაიმართება. განსაკუთრებით საინტერესო იქნება “ბრაიტონი” : “სიტი”-სა და “ლივერპული” : “ვულვზის” დაპირისპირება, რადგან ჩემპიონის ბედი სწორედ ამ მატჩებში გადაწყდება.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან განვლილ კვირასა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა :

“სასწაულების ალბათ არა, მაგრამ დიდი მატჩების კვირა კი ნამდვილად იყო. ჩემი გადმოსახედიდან, ასეთივე შეიძლება გამოვიდეს პრემიერ ლიგის ბოლო ტურიც, 12 მაისიც ხომ ამ კვირას ეკუთვნის…

სინამდვილეში, ჩვენთვის არაფერი შეცვლილა – ვიცი ხალხი ელოდა, რომ აქ დავჯდებოდი და ვიტყოდი, ჩვენ ვერ გავედით ჩემპ. ლიგის ფინალში, ახლა კი რთულია ქვეყნის ჩემპიონობა, მაგრამ… ჩვენ მოვახერხეთ “ბარსელონას” ბარიერის დაძლევა, თუმცა ინგლისში ყველაფერი კვლავ რთულად დარჩა. ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია – “ვულვზის” დამარცხებაა.

“ვულვზს” აქვს ამბიციები და ამას მთელი სეზონის განმავლობაში ავლენს. ისინი შარშან აღზევდნენ უმაღლეს დივიზიონში და უკვე მე-7 პოზიციას იკავებენ. მათ წინააღმდეგ თამაში ნამდვილად რთულია, რადგან თავს კარგად იცავენ, შესანიშნავად მოქმედებენ კონტრშეტევაზე და მომენტებსაც კარგად იყენებენ. ნუნომ ამ კლუბში საოცარი სამუშაო გასწია.

მეორე მხარეს კი არის “ბრაიტონი”, რომელიც ამ სეზონში ბოლო საშინაო მატჩს ატარებს. დიახ, მათ განაღდებული აქვთ პრემიერ ლიგაში ადგილი, თუმცა მე ვიცნობ ამ გუნდს და ვიცი, რომ ისინი მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. ასე რომ, ორივე გუნდს თავისი შეხვედრა აქვს მოსაგები. მეტი რა უნდა გითხრათ…

ჩვენს გულშემატკივრებს ერთ რჩევას მივცემდი – 87-ე წუთზე, “ბრაიტონი” 3:0-საც რომ იგებდეს, არაფერი აღნიშნოთ წინასწარ.” – განაცხადა კლოპმა.