კვირას, თბილისის დროით 19:30 წუთზე, “ლივერპული” პრემიერ ლიგაში მორიგ მატჩს გამართავს. მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემს” მიიღებენ.

დღეს იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გუნდის საკადრო პრობლემებზეც გააკეთა :

“გუშინ შაჩირიმ, გომესმა და არნოლდმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს.  ვნახოთ როგორი იქნება მათი მდგომარეობა დღეს… ჯოს 15 კვირა გაუცდა, ეს საკმაოდ დიდი დროა, გუშინ ის კარგად გამოიყურებოდა. ჯერ ახალი არაფერი გამიგია, მოგვიანებით კვლავ გვექნება სავარჯიშო სესია და მათზე უფრო მეტს გავიგებ.

რაც შეეხება ჩემბერლენის მდგომარეობას – მან 23 წლამდელთა დერბიში მიიღო მონაწილეობა და მცირე დისკომფორტიც იგრძნო. ამიტომ, ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. დიახ, ის ვარჯიშობს და როცა მოედანზე გასასვლელად მზად იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ. მანამდე კი კომენტარს არ გავაკეთებ.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.