“წითლების” თავკაცმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროპული ფინალების დროსა და ადგილებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ორივე ფინალი სუფთა ინგლისური იქნება: 29 მაისს ბაქოში “არსენალი” და “ჩელსი” გაარკვევენ ევროპა ლიგის ფინალში ურთიერთობას, ხოლო 1 ივნისს მადრიდში “ლივერპული” “ტოტენჰემი”.  მოვლენების მსგავსი განვითარება პრობლემატურია ინგლისის ეროვნული ნაკრებისთვის ვინაიდან “სამი ლომის” წარმომადგენლები უკვე 6 ივნისს ჰოლანდიის ნაკრებს ეთამაშებიან ერთა თასის 1/2 ფინალში. რაც შეეხება ევროპა ლიგას, კლოპი საერთოდ ვერ ხვდება რატომ ტარდება ბაქოში.

“1 ივნისს ფინალს ვთამაშობთ, ხოლო 6 ივნისს ისეთი საოცარი ტურნირის შეხვედრაა, როგორიც ერთა თასია. როდესაც ვიძახდი, რომ ეს ცუდი იდეა იყო ყველა გაოცებული მიყურებდა ახლა კი რა მივიღეთ?  იგივეს თქმა შეიძლებოდა ინგლისური კლუბების ნაცვლად ჰოლანდიური კლუბები, რომ ყოფილიყვნენ.” 

“ფეხბურთელებს უნდა გავუფრთხილდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტის ეს სახეობა მოკვდება. ვერ ვიტყვი, რომ გარეტ საუთგეიტია დამნაშავე, საქმე ცუდ დაგეგმვაშია. როდესაც ევროპული ფინალის შემდეგ რამდენიმე დღეში სანაკრებო შეხვედრა გიწევს, ყველაფერი ნათელია.”

“არ ვიცი რას მიირთმევდნენ ეს ადამიანები, როდესაც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდნენ, თუმცა ბაქო? ისიც კი არ ვიცი არის თუ არა რეგულარული ავიარეისები ამ ქალაქის მიმართულებით. აღნიშნული გადაწყვეტილებები გაცილებით რაციონალური უნდა იყოს და არა უპასუხისმგებლო.” ციტირებს კლოპს Independent.