• იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ “ლივერპულს” პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე სამი ნომინანტი ჰყავს.
  • ვირჯილ ვან დაიკთან ერთად ფავორიტებში რაჰიმ სტერლინგი და კუნ აგუერო არიან.
  • გასული წლის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი გახდა.

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა “ტოტენჰემთან” წინასამატჩოდ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც ინგლისელმა ჟურნალისტებმა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელზე ჰკითხეს:

თვალსაჩინოა, რომ ვირჯილი ფანტასტიური მოთამაშეა, მაგრამ გუნდის ამჟამინდელი ქულათა მარაგი მხოლოდ მისი დამსახურებაც არ არის. მაგალითად, თუ შენ ბოლო 10 კვირას აიღებს გამოსარჩევია სადიო მანე, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, ხოლო თუ მანამდელ ათს – მომო სალაჰი.

საბოლოო ჯამში ამ ტიტულს ძალიან, ძალიან კარგი და ძლიერი ფეხბურთელი დაეუფლება. იმ შემთხვევაში, თუ წლის ფეხბურთელად “ლივერპულის” მოთამაშე მოგვევლინება, ეს იქნება ზედიზედ მეორე შემთხვევა მოჰამედ სალაჰის შემდეგ და ეს ფაქტი მე ძალიან გამაბედნიერებს – ე.ი ყველაფერი წესრიგშია, კარგად და სწორად ვვითარდებით.

როდესაც ვირჯილ ვან დაიკს ვყიდულობდით, მე მას ჩვენი გეგმები გავაცანი და ვუთხარი, რომ მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში ის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი გახდებოდა. ვიცოდი მის სანაცვლოდ ვინც კონკურენციას მიწევდა, რა თქმა უნდა ამაზე ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა არ გამიკვირდა ჩვენ რომ აგვირჩია.

ეს იყო ძალიან დიდი მომენტი, როგორც მისთვის, აგრეთვე ჩვენთვის. იმ მომენტში ის ლაპორტთან და კულიბალთან ერთად ერთ-ერთი ვარიანტი იყო, თუმცა ინგლისში ის ყველაზე მოთხოვნად ცენტრალურ მცველად ითვლებოდა. ვირჯილიც გაოცებული მისმენდა.

ჩვენთვის ყველა ასეთი საქმე მნიშნველოვანი იყო და ვან დაიკიდი ერთადერთი ნამდვილად არ არის. დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვიყავით ჯინი ვაინალდუმის ყიდვისასაც. ეს არის დიდი და მასიური პროექტი, რომელიც ყოვლედღიურად ვითარდება.

მე თქვენ 100%-ით სიმართლე გითხარით. ფეხბურთელს პირველივე შეხვედრისას ეტყობა უნდა თუ არა შენთვის თამაში, მაგრამ თუ ის ბოლომდე მონდომებულია, მაშინ თვითონაც გაოცებულნი რჩებიან საკუთარი პროგრესით. როდესაც ვირჯილმა გადაწყვეტილება მიიღო, ეს ფანტასტიური დღე იყო”. – ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.

შეგახენებთ, რომ ხვალ, 19:30 წუთზე “ლივერპული” ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.