ლივერპულის ფლეიმეიქერი, ფელიპე კოუტინიო კოპა ამერიკის შემდეგ შვებულებაშია, მაგრამ საკმაოდ რეალური შანსია ბარსელონაში საერთოდ არ დაბრუნდეს.

ბარსელონამ ვალენსიის ბრაზილიელი მეკარე ნეტუ და ჰოლანდიელი დეიონგი შეიძინა. მათმა სატრანსფერო ღირებულებამ ჯამში 100მლნ. ევროს მიაღწია. კატალონიელები ასევე აპირებენ გაძლიერდნენ ანტუან გრიზმანით და ნეიმარით. საბოლოოდ კატალონიელებს მოუწევთ ერთ და საჭიროების შემთხვევაში ორ ვარსკვლავს შეელიონ.

როგორც ყველა ესპანური და ინგლისური გამოცემა ადასტურებს, ბარსელონამ კოუტინიოს სთხოვა პსჟ-სთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს, კოუტინიომ კი კატალონიელებს განუცხადა, რომ არ არის დაინტერესებული საფრანგეთში თამაშით და თუ ბარსელონას დატოვებს მხოლოდ პრემიერლიგაში წავა. ბრაზილიელს დიდი სურვილი აქვს დაბრუნდეს ენფილდზე. Daily Express აცხადებს, რომ ლივერპულმა მისი დაბრუნების საკითხის განხილვა აქტიურად დაიწყო.

კოუტინიოს დაბრუნებაზე ამ თვეში უკვე მეორედ იწერება. თვის დასაწყისში MailOnline-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლოპი ნიკოლას პეპეს შეეშვა და ფელიპე კოუტინიოს დაბრუნებას განიხილავს.