“ლივერპულის” ლეგენდარული  მცველი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“წითლებთან” პროფესიონალური კონტრაქტი 1962 წელს 15 წლის ასაკში გააფორმა, ხოლო მომდევნო სეზონში “ბირმინგემთან” დებიუტიც ჰქონდა.

საერთო ჯამში სმიტმა “ლივერპულის” მაისურით 638 შეხვედრა ჩაატარა, 48 გოლი გაიტანა, 4–ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 2–ჯერ ინგლისის თასის, 3–ჯერ ინგლისის სუპერთასის, 2–ჯერ ევროპის თასის, 2–ჯერ უეფას თასის და ერთხელ ევროპის სუპერთასის მფლობელი.

ფეხბურთელის გაბრწყინების მომენტი იყო 1877 წლის 25 მაისი, როდესაც “ოლიმპიკოზე” სმიტმა “მიუხენგლადბახს” გაუტანა და პეისლის “ლივერპულს” პირველი ჩემპიონთა თასი მოუტანა.

კარიერის ბოლოს სმიტმა არენდით ამერიკულ “ტამპა ბეი როუდი” და “ლოს ანჯელეს აცტეკსში” იბურთავა, ხოლო შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით “სუონსის” მიაშურა, სადაც 36 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.