გუშინ დუბლინში, “ავივაზე” კიდევ ერთი საქველმოქმედო მატჩი გაიმართა – ირლანდიისა და “ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი მოთამაშეები ერთმანეთს შონ კოქსის დასახმარებლად გაეჯიბრნენ – ვინც არ იცით, კოქსი მერსისაიდელთა ირლანდიელი გულშემატკივარია, ვინც შარშან, “რომას” ფანების თავდასხმის მსხვერპლი გახდა და საკმაოდ ხანი კომაში გაატარა.

მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა პატივის 30 წლის წინ, ჰილსბოროს ტრაგედიის დროს დაღუპულ ადამიანებსაც მიაგეს.

ანგარიში პირველივე ტაიმში გაიხსნა – თავი ენდრიუსმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა შესვენებამდე მაინც შეძლეს – პენანტის წაქცევისთვის დანიშნული 11 მეტრიანი ზუსტად ჯონ ოლდრიჯმა შეასრულა.

მეორე ტაიმში კი მხოლოდ 1 გოლი გავიდა – ირლანდიელთა კარი ამჯერად უკვე ვლადიმირ შმიცერმა აიღო. აღსანიშნავია, რომ მატჩს დუბლინში თითქმის 30 000 გულშემატკივარი დაესწრო.

გთავაზობთ კლუბის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებულ ფოტოებს :