გუშინ მარაკანაზე კოპა ამერიკის ფინალური მატჩი გაიმართა ბრაზილიასა და პერუს შორის. მასპინძლებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს და კოპა ამერიკის გამარჯვებულის ტიტულს დაეუფლნენ.

გოლები ევერტონმა, ჟესუსმა და რიჩარლისონმა (პენ) გაიტანეს, საპასუხოდ კი გერერომ მოახერხა პენალტით ანგარიშის გათანაბრება. ამ გოლით ალისონის 9 მატჩიანი მშრალი სერია დასრულდა, თუმცა თამაშიდან მას კიდევ არ აქვს გოლი გაშვებული.

ბობი ფირმინო მეორე ტაიმში რიჩარლისონმა შეცვალა, როდესაც ჟესუსის გაგდების შემდეგ სელასაომ კონტრშეტევებზე გააკეთა აქცენტი. მანამდე კი მეორე გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო. სწორედ მის ართმევას მოჰყვა ჟესუსის საგოლე შეტევა.

ალისონმა და ფირმინომ სეზონში მეორე ტიტული მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ალისონი კიდევ ერთხელ დაეუფლა ოქროს ხელთათმანს. ეს ჯილდო მან პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზეც მიიღო, რაც ბრაზილიელი მეკარისთვის უნიკალური შედეგია.

პარალელურად მიმდინარეობს აფრიკის თასიც, სადაც მო სალაჰის ეგვიპტე ყველასთვის მოულოდნელად ტურნირს 1/8 ფინალში სამხრეთ აფრიკასთან გამოეთიშა, სადიო მანემ კი თავისი ერთადერთი გოლით მოაგებინა სენეგალს და 1/4 ფინალში გაიყვანა.