გუშინ ერთა თასს შვეიცარიის ნაკრები დაემშვიდობა. შვეიცარიელებმა რონალდოს ჯარიმის შემდეგ მეორე ტაიმში პენალტით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ ლეგენდარულმა პორტუგალიელმა თამაშს მიწურულს კიდევ ორი უპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. შაჩირი რამდენიმე საინტერესო პასით გამოირჩა, მაგრამ ღირებული ვერაფერი გააკეთა. მისი გუნდი მე-3 ადგილისთვის მატჩში ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ევროპული ფეხბურთის ორ გრანდს შორის ფინალისტის ვინაობა დღეს გაირკვევა. ნიდერლანდების ნაკრები ვირჯილ ვან დეიკის კაპიტნობით ჩემპიონთა ლიგის გმირის ჟორჟინიო ვეინალდუმის მხარდამხარ ლივერპულის კაპიტნის ჯორდან ჰენდერსონის და მსოფლიოში საუკეთესო მეპასე მცველის ტრენტ-ალექსანდრ არნოლდის ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს 22:45სთ-ზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებს კაპიტანი ჰარი კეინი დაუბრუნდა, რომლის არყოფნაშიც გუნდის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კეინი ფინალისთვის სწრაფად დაუბრუნდა მოედანს. საინტერესოა, გამოუცხადებს თუარა ნდობას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ტრენტ-ალექსანდრ არნოლდს ნდობას საუთგეიტი და შეცვლის თუარა ცუდ ფორმაში მყოფ ტრიპიერს. აღსანიშნავია, რომ გუნდში ასევე იქნება ჯო გომესი.

ექსპერტები უკვე საუბრობენ ვირჯილ ვან დეიკის ოქროს ბურთის შანსებზე და ყველა აღნიშნავს, რომ ერთა ლიგის მოგებამ შესაძლოა ვირჯილ ვან დეიკს უდიდესი ინდივიდუალური ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი უპირატესობა მისცეს.

ნიდერლანდების ნაკრები ჟორჟინიო ვეინალდუმს და ვირჯილ ვან დეიკს ხმაურიანად დახვდა.

ლივერპულის ფეხბურთელებს ჩემპიონობა პირველად ტოტენჰემის ფეხბურთელებმა მიულოცეს.