იურგენ კლოპი ინგლისის პრემიერ ლიგის მარტის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე წარადგინეს. “გუდისონ პარკზე” “ევერტონთან” აღებული ქულის შემდეგ, გასულ თვეში კლოპმა და მისმა შეგირდებმა ჯერ “ბარნლის”, შემდეგ კი “ფულჰემის” და “ტოტენჰემის” დამარცხება შეძლეს.

გერმანელი, რომელიც ამ სეზონში დეკემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად უკვე აღიარეს, კონკურენციას უწევს ისეთ გვარებს, როგორებიც პეპ გვარდიოლა, რალფ ჰაზენჰუტლი, ბრენდან როჯერსი და მარკო სილვა არიან. როგორც იცით, ამ ჯილდოს ხმის მიცემა წყვეტს, რომელიც თქვენც შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე.

საუკეთესო მწვრთნელის გარდა, ინგლისის პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე “წითლებიდან” სადიო მანე და ენდი რობერტსონი იღებენს მონაწილეობას. სენეგალელმა გასულ თვეში 4 შეხვედრაში იასპარეზა, სადაც 3 გოლი გაიტანა და გუნდს პრემიერ ლიგის მოგების შანსი დაუტოვა, ხოლო რობომ თავისი მეცხრე საგოლე გადაცემა შეასრულა

სადიოსთან ერთად ნომინირებულნი არიან: შიმუშ კოულმენი, ბერნარდო სილვა, ლუკას დინი, ვილფრედ ნდიდი, რაჰიმ სტერლინგი, ჯეიმი ვარდი და აარონ ვან-ბისაკა. თქვენი ხმა კი შეგიძლიათ დააფიქსიროთ აქ.