ეს უბრალოდ სიტყვები არაა – “ლივერპული” “აიაქსის” 19 წლის კაპიტანს, მატიას დე ლიხტს შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრება – ამას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი გილემ ბალაგე ირწმუნება.

მატის დე ლიხტი ამ ზაფხულს ჰოლანდიას რომ დატოვებს, ეს არახალია. BBC Radio-სთან საუბარში ბალაგე ამბობს, რომ “წითლებისთვის” ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი საოცნებო ტრანსფერივითაა და ცდილობენ, რომ ეს გარიგება რაც შეიძლება მალე დადონ.

ცნობლია, რომ მატიასის ტრანსფერი “მერსისაიდელების” მეოთხე ნომერმა, ვირჯილ ვან დაიკმაც გადაწყვიტოს. აღსანიშნავია, რომ დე ლიხტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და შესაძლოა ზუსტად ამ ერთმა მიზეზმა ბევრი ნიუანსი გამოიწვიოს.

დღესდღეობით, დე ლიხტის გადაბირებით ევროპის თითქმის ყველა წამყვანი კლუბია დაინტერესებული. მისი სავარაუდო ფასი 60+ მილიონი ფუნტ-სტერლინგი იქნება.