ინგლისური “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გუნდის ორ ფეხბურთელს, ჟოელ მატიპსა და ჯეიმს მილნერს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს – იწერება Telegraph-ი.

ჯეიმს მილნერის ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წლამდე გათვლილი, თუმცა მიუხედავად მისი ასაკისა (33) იურგენ კლოპს ინგლისელის დაკარგვა არ სურს და მზადაა გუნდში 2021 წლამდე დატოვოს. მილნერის ხარისხისა და გამოცდილების მქონე ფეხბურთელი “ენფილდზე” არც თუ ისე ბევრია, ამიტომ ჯეიმის ერთწლიანი ხელშეკრულება კლოპისთვის დამატებით ბონუსი იქნება, რადგან ის საკუთარი კლუბის განმტკიცებასა და განვითარებას ჯერ კიდევ განაგრძობს.

მილნერის მსგავსად 2020 წლამდე ეკუთვნის “ლივერპულს” ჟოელ მატიპიც, რომელიც კლუბს 2016 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კამერუნელს სეზონის მეორე ნახევარი წარმოუდგენლად ძლიერი ჰქონდა და კლოპს სურს, რომ 27 წლის მოთამაშე რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მატიპმა 30 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო მილნერის ანგარიშზე 44 თამაში 7 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.