ინგლისური “ლივერპული” მზადაა “ბაიერ ლევერკუზენის” იან ბრანდტს შეხვდეს და დადებითი პასუხების შემთხვევაში მისი კონტრაქტი გამოისყიდოს. ამის შესახებ ცნობებს გერმანული Bild-ი გვაწვდის.

ბრანდტის გამოსასყიდი თანხა  £21.5 მილიონს შეადგენს, რაც “მერსისაიდელებისათვის” არანაირ დისკომფორტს არ წარმოადგანეს, თუმცა პრობლემას იტალიური “იუვენტუსი” და ესპანური “რეალ მადრიდი” წარმოადგენენ, რომლებიც ასევე დიდ ინტერესებს იჩენენ 22 წლის უნივერსალური ნახევარმცველის მიმართ.

ყურადსაღებია ერთი ფაქტი, ბრანდტის გამოსასყიდი თანხის პუნქტი აქტიურდება მაშინ, თუ “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებს. ამჟამად, “ლევერკუზენი” მე-8 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად 7 ქულას ინაკლისებს.

გერმანელი გამთამაშებელი “წითლებისთვის” ახალი სამიზნე არაა. მის მიმართ იურგენ კლოპი მას შემდეგ გამოხატავს სიმპატიებს, რაც კლუბს ჩაუდგა სათავეში. იულიანს შეუძლია ითამაშოს როგორც გამთამაშებლად, ასევე მარჯვენა/მარცხენა გარემარბად და მეორე ფორვარდად.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა ჰავბექმა 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს გასატანად 14-ჯერ უპასა.