ივლისში “ლივერპული” აშშ-ს ეწვევა და იქ 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ინფორმაცია ოფიციალურად დღეს დადასტურდა.

როგორც ირკვევა, 19 ივლისს, მერსისაიდელთა მეტოქე დორტმუნდის “ბორუსია” იქნება. 2 დღეში კლოპის შეგირდები უკვე “სევილიასთან” მოსინჯავენ ძალებს, 24 ივლისს კი “წითლები” ლისაბონის “სპორტინგს” დაუპირისპირდებიან.

“საზაფხულო ტურნე ჩვენი გუნდისთვის ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ეს არის შანსი ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მთელი მსოფლიოს გარშემო გვყავს.

წელს, 3 განსაკუთრებულ არენაზე 3 დიდებული მეტოქე გვეყოლება. შტატებში მოგზაურობა ყოველთვის საოცარია, ამჯერადაც მას მოუთმენლად ველით.” – ციტირებს კლუბის ოფიციალური საიტი “ლივერპულის” კომერციული დირექტორის, ბილი ჰოგანის სიტყვებს.