“ლივერპული” მომდევნო 6 დღეს ესპანეთის სამხრეთში, სანაპირო ქალაქ მარბელიაში გაატარებს. სწორედ იქ მოემზადებიან მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის. როგორც იცით, კლოპს გუნდი პირინეიზე ადრეც არაერთხელ წაუყვანია.

დღეს ცნობილი გახდა იმ მოთამაშეთა ვინაობა, ვინც გუნდთან ერთად ესპანეთში გაფრინდა :

მეკარეები : ალისონი, კელეჰერი, მინიოლე.

მცველები : არნოლდი, გომესი, ლოვრენი, ვან დეიკი, მატიპი, რობერტსონი, მორენო.

ნახევარმცველები : მილნერი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, ფაბინიო, ლალანა, ვუდბარნი, ჯონსი, კეიტა, ჩემბერლენი, შაჩირი.

თავდამსხმელები : ორიჯი, ფირმინო, ბრიუსტერი, მანე, სალაჰი, სტარიჯი.

აქვე გეტყვით, რომ უეფამ წესებში ცვლილებები შეიტანა – ევროპა ლიგის და ჩემპ. ლიგის ფინალურ მატჩებში, გუნდებს განაცხადში არა 18, არამედ 23 მოთამაშის შეყვანის უფლება ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალი მადრიდში, 1 ივნისს გაიმართება.