ლივერპული და პორტუ ერთმანეთს ისტორიაში ექვსჯერ დაუპირისპირდნენ. ლივერპულმა 3 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დასრულდა, პორტუს კი ჯერ ლივერპული არცერთხელ არ დაუმარცხებია.

პირველი შეხვედრა

პირველად გუნდები ერთმანეთს 2001 წელს შეხვდნენ, უეფას თასის მეოთხედფინალში. ამ დროს ლივერპული უდიდესი წნეხის ქვეშ იყო, ბოლო 9 სეზონში გუნდს მხოლოდ 1 ტიტული, ინგლისის ლიგის თასი, ჰქონდა მოგებული. ბოლო ევროპული ტრიუმფიდან კი 16 წელი იყო გასული. პირველი მატჩი პორტუგალიაში ფრედ, 0:0 დასრულდა. თუმცა განმეორებით შეხვედრაში სტივენ ჯერარდის ორ შესანიშნავ ჩაწოდებას დენი მერფის და მაიკლ ოუენის გოლები მოჰყვა და მერსესაიდული გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

ეს სეზონი ლივერპულის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა. გუნდმა უეფას თასი, FA თასი და ინგლისის ლიგის თასი მოიგო. მაიკლ ოუენი კი წლის ბოლოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ოქროს ბურთიც გადასცეს .

ითამაშე სპორტი უფასოდ – მიიღე ფრიბეთები ყოველდღე აჭარაბეთზე 

გუნდები ერთმანეთს მეორედ 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ.პორტუგალიაში მატჩი ისევ ფრედ დასრულდა, განმეორებითი შეხვედრის ვარსკვლავი კი ამჯერად ფერნანდო ტორესი გახლდათ. ტორესმა გოლი მატჩის დასაწყისშივე გაიტანა, თუმცა ანგარიში ლისანდრო ლოპესმა გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. 78 წუთზე ფერნანდო ტორესმა მეორე გოლიც გაიტანა, 5 წუთის შემდეგ კი ბურთი მილან სტეპანოვს ხელში მოარტყა და სტივენ ჯერარდს პენალტი გაატანინა, რითიც პორტუს შანსები, საბოლოოდ, გააქრო. 87 წუთზე გოლი პიტერ კრაუჩმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.

ფერნანდო ტორესის ფენეფისი

სალაჰი, მანე, ფირმინო

გუნდების ბოლო შეხვედრა, გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შედგა. ლივერპულს ჯერ “ესტადიო დო დრაგაოზე” გამარჯვება მოპოვებული არ ჰქონდა, მაგრამ ამჯერად პორტუგალიელების მიწასთან გასწორება შეძლეს. გოლი ლივერპულის სამივე თავდამსხმელმა გაიტანა – 1 სალაჰმა, 1 ფირმინომ, 3 კი სადიო მანემ. მანე ამ 3 გოლით ლივერპულისა და პორტუს ურთიერთშეხვედრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა, წელს კი შანსი ექნება საკუთარი რეკორდი მოხსნას.