როგორც იცით, ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი გაიმართება, სადაც პორტუგალიური “პორტუ” “ლივერპულს” უმასპინძლებს. მერსისაიდული გუნდი პორტუგალიაში დღეს გაფრინდა, სადაც თავი 21-მა ფეხბურთელმა მოიყარა.

პირველი შეხვედრა, “ენფილდზე” მასპინძელმა გუნდმა 2-0 მოიგო. დეიან ლოვრენი გუნდს ვირუსის გამო ვერ გაჰყვა, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლეინი კი მელვუდში დარჩა, სადაც აუცილებელ, დამატებით ფიტნეს ტესტს ჩაიტარებს.

“წითლების” შემადგენლობა, რომლებიც “დრაგაოზე” ითამაშებენ, შემდეგნაირია: ფაბინიო, ვან დაიკი, ვეინალდუმი, მილნერი, კეიტა, ფირმინო, მანე, სალაჰი, გომესი, ალისონი, ჰენდერსონი, სტარიჯი, მორენო, ლალანა, მინიოლე, შაჩირი, რობერტსონი, ორიჯი, მატიპი, კელეჰერი, ალექსანდრ-არნოლდი.

ხვალინდელი დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება, სადაც გამარჯვებული წყვილი 1/2 ფინალში “ბარსენლონასა” და “მანჩესტერში” გასულს დაუპირისპირდება.