მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ინგლისური “ლივერპული” გაყიდული ფეხბურთელებიდან დაახლოებით £100 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს – ამის შესახებ ყველაზე გავლენიანი გამომცემლობა Liverpool Echo იტყობინება.

“წითლებს” მოუწევთ არჩევანი გააკეთონ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც გუნდში იმყოფებიან ან საიჯარო ხელშეკრულებებიდან მელვუდში ბრუნდებიან. საქმე ეხება არაერთ მოთამაშეს, რომლებზეც იურგენ კლოპმა დიდი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, განსაკუთრებით კი ეს მარკო გრუიჩსა და ჰარი უილსონს ეხება.

ბერლინის “ჰერტამ” მარკო გრუიჩზე მოლაპარაკებები პირადად იურგენ კლოპთან უკვე დაიწყო, რომლის პასუხიც ჯერ-ჯერობით უცნობია. მარკომ ბუნდესლიგაში მშვენიერი წელი გაატარა, სადაც ჩატარებულ 23 მატჩში 5 გოლსა და ერთ საგოლე პასს მოუყარა თავი. 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც კლოპის პირველი ტრანსფერია “ლივერპულში”, კონტრაქტით კლუბს 2023 წლამდე ეკუთვნის და იმ შემთხევაში თუ გერმანელი მის გაშვებას დააპირებს, მაშინ ბერლინერებმა  £20 მილიონი ფუნტი უნდა გაიმეტონ.

“დერბიში” გატარებული სრულფასოვანი სეზონის შემდეგ, ჰარი უილსონი დაახლოებით იგივე დონეს აკმაყოფილებს, როგორსაც მარკო გრუიჩი. “ლივერპული” განიხილავს მის შესახებ წინადადებებს, იქნება ეს საბოლოო გასხვისება თუ კვლავ ერთწლიანი არენდა, ოღონდ პრემიერ ლიგაში. ცნობილია, რომ 22 წლის უელსელით “ვულვზია” დაინტერესებული და მის გამო £25 მილიონიან წინადადებასაც კი ამზადებს. ცნობისთვის, ჰარიმ “დერბიში” 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

დიდი ალბათობაა, რომ კლუბს კიდევ ერთი მოთამაშე, ნათანიელ კლაინი დატოვებს. ინგლისელი ფეხბურთელი “წითლებში” სათამაშო ასპარეზობით უკმაყოფილოა და რეგურალურად თამაში ურჩევნია. უნივერსალ უკანახაზელს “მერსისაიდელები” £15 მილიონს აფასებენ, მისი სამსახურით კი “ბორნმუთი” და “ვესტ ჰემი” სერიოზულად ინტერესედებიან.

“ენფილდზე” გატარებული 6 წლის შემდეგ, კლუბს ალბათ სიმონ მინიოლეც დატოვებს. ბელგიელი ალისონ ბეკერის დუბლიორობით უკმაყოფილოა და თამაში სურს, თუმცა მისი პროფესიონალიზმი იმდენად მაღალია, რომ სიმონს ვარჯიშებზე ეს არასდროს დაუწუწუნია. მინიოლეს კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით £12 მილიონია.

მას შემდეგ გაურკვეველია ახალგაზრდა ფეხბურთელის, რაფაელ კამაჩოს მომავალი, რაც პორტუგალიელმა ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა. 18 წლის ფეხბურთელს, რომელსაც დებიუტი “ვულვზის” წინააღმდეგ ჰქონდა, კლუბი £10 მილიონს დააფასებს და ამ თანხას, ალბათ ლისაბონის “სპორტინგი”, “მილანი” ან “ვულვერჰემპტონი” გადაიხდის.

რაიან კენტის სატრანსფერო ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ინგლისელი შოტლანდიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. მისი თამაშით კმაყოფილია კოპის ლეგენდა სტივ ჯერარდი, რომელმაც ნათლად განაცხადა, რომ “ლივერპულთან” რაიანის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. “ფრაიბურგისა” და “ბრისტოლ სიტიში” გატარებული რთული პერიოდის შემდეგ, კენტი შოტლანდიაში ბრწყინვალედ ათამაშდა და მისი შეძენა £12 მილიონი დაჯდება.

გაიყიდება ახალგაზრდა ტაივო ავონი, რომელიც “ლივერპულის” აკადემიაში 2015 წლიდან ირიცხება, თუმცა ბრიტანეთის სამუშაო ვიზის მოპოვებას ვერ ახერხებს. ნიგერიის 23 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს “შალკე” და “ლაციო” აკვირდებიანა, ეს დაკვირვება კი საბოლოო ჯამში £10 მილიონი ფუნტი დაჯდება.

“წითლებმა” უნდა მოაგვარონ შეი ოჯოსა და ოვიე ეჯარიას სამომავლო საკითხებიც. ამასთანავე გადაწყვეტილია, რომ კონტრაქტის ვადა ეწურებათ დანიელ სტარიჯს, ალბერტო მორენოსა და ჯეიმს მილნერს. გაუხანგრძლივებენ თუ არა მათ კონტრაქტებს, ეს უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს.