“ლივერპულმა” მომავალი სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა.

New Balance–მ ეკიპირება რეტრო სტილში შეასრულა, რომელიც ძალიან ჰგავს 1982/83 წლების კომპლექტს. ის კამპანია ბობ პეისლისთვის იყო ბოლო კლუბის მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო “ლივერპულმა” ინგლისის ჩემპიონატის და თასის მოგება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ მომავალ სეზონში ალისონ ბეკერი 1 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.