დივოკ ორიჯი, რომელმაც გასული სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ლივერპულის მეგოლის სტატუსი მიიღო, კლუბთან კიდევ რამდენიმე წელი დარჩება.

“აქ გადმოსვლის დღიდან მინდოდა, რომ აქ დიდ ხანს დავრჩენილიყავი, რადგან გარწმუნებთ, რომ ამ გუნდში რაღაც განსაკუთრებულია” – აცხადებს ორიჯი.

დივოკ ორიჯი გუნდს 2014 წელს 19 წლის ასაკში შეუერთდა ლილიდან და 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ორიჯის თავისუფალი აგენტის სტატუსით წაყვანის მსურველი ბევრი გრანდი იყო, მაგრამ ლივერპულმა ბელგიელი ფორვარდი შეინარჩუნა და ახალი კონტრაქტით ის გუნდში 2024 წლამდე დატოვა.

“ასეთი რაღაცები ფეხბურთის ნაწილია და ძალიან უხდება ამ სპორტს. ვულსბურგში ყოფნის დროს, ის ახლოს იყო აქაურობის დატოვებასთან, საბოლოოდ დაბრუნდა და პრესეზონზე ძალიან ბევრი იშრომა, რომ გუნდის ნაწილი გამხდარიყო.” – აცხადებს იურგენ კლოპი.