მას შემდეგ, რაც “ლივერპულის” 19 წლის ფეხბურთელმა რაფაელ კამაჩომ კლუბთან ახალ, გრძელვადიან კონტრაქტზე უარი განაცხადა, “მერსისაიდულმა” კლუბმა მისი გასხვისება გადაწყვიტა. Liverpool Echo-ს მიხედვით, ლივერპულური კლუბი მის სანაცვლოდ მინიმუმ  £10 მილიონ ფუნტს მოითხოვს.

პორტუგალიელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 12 თვით აკავშირებს, თუმცა მისი არგახანგრძლივების შესახებ მან პირადად აცნობა კლუბის დირექტორს, მაიკლ ედვარდსს. მერსისაიდული გუნდი იძულებულია მოისმინოს ყველა წინადადება მის შესახებ, ამ ეტაპზე კი ყველაზე დიდ ყურადღებას “სპორტინგი” და “ვულვზი” იჩენენ.

ფეხბურთელი “ლივერპულის” აკადემიაში 2016 წელს ჩაირიცხა, ანუ მას შემდეგ, რაც ის “მანჩესტერ სიტის” აკადემიიდან გაანთავისუფლეს. კამაჩო ვერ მოხვდა 26 კაციან განაცხადში, სადაც ახლა “ლივერპული” საფინალოდ სეზონის ბოლო შეკრებას გადის.

რაფელი პირველ გუნდში იურგენ კლოპმა დააწინაურა, სადაც წინა ზაფხულს კლუბთან ერთად ამერიკულ ტურნეზე იმყოფებოდა, წელს კი ფა თასზე “ვულვერჰემპტონის” წინააღმდეგ ოფიციალური დებიუტიც კი ჰქონდა. კამაჩოს პრემიერ ლიგური დებიუტი კი “ენფილდზე”, “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ შედგა.

რაფასგან განსხვავებით, “წითლებთან” გრძელვადიან კონტაქტს გააფორმებს 21 წლის შეი ოჯო, რომელსაც დიდი ალბათობით სტივენ ჯერარდის “რეინჯერსში” გაანათხოვრებენ.