ინგლისურმა “ლივერპულმა” ხვალ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის 23 კაციან განაცხადს უხმო. როგორც იცით, ახალი წესის თანახმად ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ფინალებში გუნდებს საშუალება ექნებათ სათადარიგოთა სკამზე 12 კაცი იყოლიონ.

“წითლები” მადრიდში დღეს სადილის შემდეგ გაფირინდნენ. გთავაზობთ საფინალო შეხვედრისთვის გუნდის სრულ შემადგენლობას: ალექსანდრ-არნოლდი, ალისონი, ბრიუსტერი, ფაბინიო, ფირმინო, გომესი, ჰენდერსონი, კელეჰერი, ლალანა, ლოვრენი, მანე, მატიპი, მინიოლე, მილნერი, მორენო, ორიჯი, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი, რობერტსონი, სალაჰი, შაჩირი, სტარიჯი, ვან დაიკი, ვაინალდუმი.

შეგახსენებთ, რომ ფინალი ხვალ, თბილისის დროით 23:00 წუთზე გაიმართება. მატჩის ელჩი “ატლეტიკოსა” და “ლივერპულის” ყოფილი მოთამაშე ლუის გარსია იქნება, გახსნის ცერემონიას კი “Imagine Dragons“-ი გაუძღვება.

“ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებას სლოვენიელი არბიტრი, დარიო სკომინა უმსაჯებს.