ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის დეტალები.  შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირება 1 ივნისს სტადიონ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება, სადაც მადრიდის “ატლეტიკო” ბინადრობს.

მართალია “ტოტენჰემი” ნომინალურ მასპინძლად ცნეს, თუმცა საშინაო გუნდის გასახდელს “ლივერპული” მიიღებს. მატჩის ორგანიზატორების განცხადებით ამგვარი გადაწყვეტილება უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. “ტოტენჰემის” ფანები განლაგებული იქნებიან სტადიონის ჩრდილოეთ მხარეს, შესაბამისად კლუბს სტუმართა გასახდელი ერგო, რომელიც უფრო ახლოს მდებარეობს ჩრდილოეთის სექტორთან.

ამგვარად “ლივერპული” “ატლეტიკოს” გასახდელს დაიკავებს, რომელიც გაცილებით კომფორტულია და გააჩნია საპროცედურო ზონა.