“მერსესაიდულმა” კლუბმა 2018/19 წლების სეზონში 150 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, მეტი ვიდრე ნებისმიერმა ინგლისურმა კლუბმა.

მიმდინარე კამპანიაში ტელემაყურებელმა “ლივერპულის” 29 შეხვედრა იხილა პირდაპირ ეთერში, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ამჟამად “წითლები” ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადებიან, სადაც გამარჯვება “ლივერპულს” დამატებით 95,7 მილიონს მოუტანს. სპორტის ეკონომიკის ექსპერტის ნიკ ჰარისის განცხადებით “მერსესაიდელებმა” ინგლისის ჩემპიონატში უკვე გამოიმუშავეს 149,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი.

პრემიერ ლიგის სეზონის ბოლოს თითოეული კლუბი თანაბრად ღებულობს 79,4 მილიონ ფუნტს სტერლინგს სატელევიზიო ტრანსლაციებიდან. 36,7 მილიონი “ლივერპულმა” მეორე პოზიციის დაკავებისთვის მიიღო, ხოლო 33,5 მილიონი 29 მატჩის პირდაპირი ეთერიდან. ამგვარად ყველა ტურნირზე ჯამში “ლივერპულმა” 241,7 მილიონი გამოიმუშავა.

ჰარისმა ასევე გამოთვალა საშუალოდ რა თანხა დაუჯდათ გუნდებს მოპოვებული 1 ქულა. “ლივერპული” აღნიშნულ სიაში მეცხრე პოზიციას იკავებს, “წითლები” ერთ ქულაში საშუალოდ 50 134 ფუნტს “იხდიდნენ”. საუკეთესო მაჩვენებელი “კარდიფს” აქვს – 28 161 ფუნტი, ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი “მანჩესტერს” – 99 010 ფუნტი.