დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ლივერპულის” მეკარე ალისონ ბეკერი მომდევნო სეზონიდან #1 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. აქამდე ბრაზილიელი #13-ით ასპარეზობდა.

აღნიშნული ნომერი აქამდე ლორის კარიუსს ეკუთვნოდა, რომელიც ახალ სეზონს კვლავ თურქულ “ბეშიქთაშში” დაიწყებს.

ამავდროულად რიცხვი შეიცვალა ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლეინმაც, რომელიც დანიელ სტარიჯის წასვლის შემდეგ #15 ნომერს მოირგებს.

აქამდე ალისონი #13-ით, ხოლო ჩემბერლეინი #21-ით თამაშობდნენ.