2018/19 წლების სეზონში “ლივერპულმა” ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეძლო – მოიპოვა რა 97 ქულა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში. სამწუხაროდ, პრემიერ ლიგის მოსაგებად ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.

თუმცა, “წითლებს” ტიტულის მოგების შანსი კვლავ აქვთ – 1 ივნისს მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “ტოტენჰემს” დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ კლოპის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, განვლილ სეზონზე გუნდის ხორვატმა მცველმა, დეიან ლოვრენმა ისაუბრა :

“ბოლო 3 სეზონს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვვითარდებით. კლოპის მოსვლის შემდეგ, ყოველ წელს უფრო და უფრო უკეთესს ფეხბურთს ვთამაშობთ. შარშან, ტრავმების მიუხედავად, ლიგის ფინალში გავედით. წელს კი უფრო გავძლიერდით, პრემიერ ლიგაში 97 ქულა ავიღეთ – ისტორია დავწერეთ და ამასთანავე, კვლავ ვართ ჩემპ. ლიგის ფინალში.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ჩვენ ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობთ. ასევე, თუ კიდევ იქნებიან ახალწვეული, კეთილი იყოს მათი მობრძანება. მათ გარეშეც კი, საკმაოდ მაღალი დონის გუნდი ვართ.

ცხადია, არ ვიქნები მართალი თუკი ვიტყვი, რომ მეორე ადგილით იმედგაცრუებულნი არ ვართ. ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ, 97 ქულა გვქონდა, გასახდელში კი უცნაური გარემო იყო. ჩვენ ხომ 97 ქულა გვქონდა… ამ სეზონში ბოლომდე დავიხარჯეთ, ვფიქრობ, ფანებმა სიამოვნება ნამდვილად მიიღეს, განსაკუთრებით “ბარსელონასთან” მატჩში. საბოლოოდ, წინ კიდევ 1 ფინალია და დარწმუნებული ვარ, უკან კარგ განწყობაზე დავბრუნდებით.” – განაცხადა ლოვრენმა.